"რეალი"–"რასინგი". ციფრები და ფაქტები

"რეალი"–"რასინგი". ციფრები და ფაქტები
"რეალისა" და "რასინგის" მატჩის ციფრები და ფაქტები.

– ბენზემას მეოთხე დუბლი ლა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში. მან ჯამში უკვე 21 გოლი აქვს ყველა ტურნირზე.

– დი მარიამ ტრავმა მოიშუშა და ლა ლიგაში მეხუთე გოლი გაიტანა. ტრავმამდე ბოლო მატჩში, "სევილიასთანაც" (2:6) შეძლო მან თავის გამოჩენა.

– კრიშტიანუ რონალდუს 28–ე გოლი, მეოთხე თავით გატანილი წლევანდელ ლა ლიგაში. 2012 წელს 11 მატჩში 10 გოლი.

– "რეალის" მე–8 თავით გატანილი გოლი წლევანდელ სეზონში. ამდენივე აქვს "ოსასუნას", "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს". ყველაზე მეტი თავით "ატლეტიკმა" გაიტანა – 14.

– ფეხბურთელები, რომლებიც ამ სეზონში "რეალის" რიგებში ყველაზე ხშირად ხსნიან ანგარიშს: კრიშტიანუ რონალდუ, ბენზემა, იგუაინი – 5–ჯერ; მარსელო, დი მარაი, კაკა, სერხიო რამოსი – თითოჯერ. კრიშტიანუ უკვე მეთვრამეტედ ხსნის მატჩში ანგარიშს "რეალში" გადასვლის დღიდან, მესიმ პრიმერაში დებიუტიდან 35–ჯერ მოახერხა ამის გაკეთება.

– რონალდუმ "ბერნაბეუზე" გამართულ ბოლო 6 მატჩში, 8–ჯერ შეძლო თავის გამოჩენა.

– მეექვსე ძელი "რეალისთვის", მესამე რონალდუსთვის.

– ვარანის მეხუთე მატჩი ლა ლიგაში "ბლანკოსის" რიგებში. მას არ უთამაშია "ატლეტიკთან" მატჩის შემდეგ. ყოველთვის, როცა ის სასტარტოში გამოდიოდა, 90 წუთს თამაშობდა.

– ჟოზე მოურინიომ ხორხე ვალდანოს გადაუსწრო "რეალში" ჩატარებული მატჩებით მწვრთნელის რანგში: 61 მატჩით ის "სამეფო კლუბის" მე–14 მწვრთნელია "ბლანკოსის" ისტორიაში მატჩების მიხედვით.

– "რასინგის" ბოლო გამარჯვება "სანტიაგო ბერნაბეუზე" 2005/06 წლების სეზონით თარიღდება. სანტანდერელებმა მაშინ 1:2 მოიგეს. მანამდე 5 გამარჯვება "რეალმა" მოიპოვა.


ინფორმაციის წყარო: Marca.com
ავტორი - Faqo Oo

თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია.

ავტორი: chocho3, თარიღი: 20-02-2012 02:26, კომენტარი: 20, სიახლე: 0  
User
RealMadrid1 RealMadrid1 RealMadrid3 realfan2 rmfc RealMadrid1 RealMadrid1 RealMadrid2

ავტორი: mirchex, თარიღი: 20-02-2012 08:38, კომენტარი: 1117, სიახლე: 1  
Friend
კაცნახევარის პოკერი smile დაეტყო ინიესტა fellow


--------------------

ავტორი: Kaxa., თარიღი: 20-02-2012 14:59, კომენტარი: 1518, სიახლე: 0  
User
RealMadrid2 RealMadrid3


--------------------

ავტორი: R.K.8, თარიღი: 20-02-2012 16:24, კომენტარი: 1139, სიახლე: 0  
User
როგორ მეზიზღება მესი mad

ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ლაზარეთი
შემოგვიერთდი
გამოკითხვა
ვინ გსურთ მარჯვენა მცველად მომავალი სეზონისთვის?
მაიკონი
პიშჩეკი
კარვახალი
ისლა
უოლკერი
ირაოლა
ბოსინგვა

რეკლამა
მთვლელები
www.wsa.ge alt navige ქართული ვებ ჰოსტინგი