» » პერესმა დე ხეას სთხოვა "ემიუსთან" კონტრაქტის გახანგრძლივება გადადოს
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 721
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 4-10-2017, 15:32
4-10-2017, 15:32

პერესმა დე ხეას სთხოვა "ემიუსთან" კონტრაქტის გახანგრძლივება გადადოს

კატეგორია: სიახლეები, არაოფიციალური, ტრანსფერები

პერესმა დე ხეას სთხოვა "ემიუსთან" კონტრაქტის გახანგრძლივება გადადოს
მადრიდის "რეალი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი გოლკიპერის შეძენით ისევ ინტერესდება...

დე ხეას "ემიუსთან" ხელშეკრულება 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ამიტომ, "რეალი" უკვე მომავალ ზაფხულს გოლკიპერთან მოლაპარაკებების წამოწყებას გეგმავს.

მიუხედავად ამისა, მადრიდელთა გეგმების ჩაშლას "მანჩესტერ იუნაიტედი" ცდილობს, რომელიც უახლოეს პერიოდში დავიდს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.

Diario Gol-ის ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი ცდილობს დე ხეას "ემიუსთან" კონტრაქტის გახანრგძლივება გადააფიქრებინოს. "რეალის" პრეზიდენტი ესპანელ მეკარეს პირადად დაუკავშირდა და სთხოვა ჯერჯერობით ახალ კონტრაქტს ხელი არ მოაწეროს.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.