საფეხბურთო მოედანი – "ლუჟნიკი"

საფეხბურთო მოედანი – "ლუჟნიკი"
ხუთვარსკვლავიანი მოედანი მიწისქვეშა გათბობით და თანამედროვე საფარით მოსკოვის სიცივის წინააღმდეგ.

"ლუჟნიკის" მოედანი იქნება სახლი, ხვალ გასამართი ჩემპიონთა ლიგის ბოლო თამაშის, სადაც "ცსკა" "რეალს" უმასპინძლებს. მოედანი მდებარეობს რუსეთის დედაქალაქის სამხრეთ ნაწილში. მას შესაძლებლობა აქვს 84.500 მაყურებელი მიიღოს. ეს მოედანი ყველაზე ძლიერი სპორტული ნაგებობაა ქალაქში. მას გააჩნია მაღალი დონის საფარი და ასევე გამოირჩევა მიწისქვეშა გათბობით ცივი კლიმატის წინააღმდეგ. ეს მოედანი იყო უეფა–ს მიერ არჩეული ჩემპიონთა და ევროპის ლიგის ფინალის გასამართად და 1980 წლის ოლიმპიური თამაშებისთვისაც. კასილასი, რონალდუ, მოურინიო და კარანკა არიან ადამიანები, რომლებსაც უკვე ნათამაშები აქვსთ ამ უნიკალურ მოედანზე.

ხვალისთვის მოსკოვში თოვაა ნავარაუდევი და ტემპერატურა –5C–მდე დაეცემა. რამოდენიმე კვირის წინ ტემპერატურა –30C–მდეც დაეცა, ეს არის იმის მიზეზი, რის გამოც მიიღეს ასეთი თანამდროვე მოედნის აშენების გადაწყვეტილება.

ის საფარი რაც მოედანს გააჩნია ყველაზე საუკეთესოა. "ლუჟნიკი" იყო პირველი მოედანი ასეთი ტიპის საფარით, სადაც ჩემპიონთა ლიგის მატჩები იმართებოდა. მიწისქვეშა გათბობა კარგ პირობებს იძლევა მატჩის გამართვისათვის, მაგრამ არა ექსტრემალურ ამინდში".

კრიშტიანუ რონალდუმ ამ მოედანზე მოიგო ჩემპიონთა ლიგის თასი "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად, სადაც 2008 წელს ლონდონის "ჩელსი" დაამარცხეს. ჩემპიონთა ლიგის 2009/10 წლის სეზონში ჟოზე მოურინიო დაუპირისპირდა "ცსკა"–ს, ხოლო აიტორ კარანკა და იკერ კასილასი "რეალის" ფეხბურთელები იყვნენ მაშინ, როცა "ბლანკოსი" "ცსკა"–ს დაუპირისპირდა 2000–01 წლის ჩემპიონთა ლიგის სეზონში".

მოედანი პირველად გაიხსნა 1956 წელს, როგორც ცენტრალური ლენინის მოედანი და დღემდე წამყვანი ევროპული ადგილია ფეხბურთისთვის. მოედანი მოდიფიცირებული იქნა 1990 წელს და ეწოდა რაიონის სახელი–"ლუჟნიკი". მან უკვე ორ ჩემპიონთა ლიგის ფინალს უმასპინძლა. პირველი "მარსელი" – "პარმა" 1999 წელს და შემდეგ უკვე "მანჩესტერ იუნაიტედი" – "ჩელსი" 2008 წელს.

ინფორმაციის წყარო:RealMadrid.Com
ავტორი - LuckY Madridista

ტეგები - lujniki stadium
თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია.

ავტორი: madridista girl, თარიღი: 20-02-2012 22:24, კომენტარი: 3961, სიახლე: 3  
Friend
–5C–მდე დაეცემა

-30 იყო.არაუშავს -5გრადუსს აიტანენ რამენაირად.


--------------------

ავტორი: Love Cristiano, თარიღი: 20-02-2012 22:25, კომენტარი: 410, სიახლე: 0  
User
"ლუჟნიკი" ენის გასატეხია რა უბედურება მომტყდასავით ენაი lol

ავტორი: jinjo, თარიღი: 20-02-2012 22:29, კომენტარი: 5458, სიახლე: 0  
Friend
-5 არაფერია გაუძლებენ, 2კვირის წინ ესპანეთშიც ყინვაში თამაშობდნენ


--------------------

ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ლაზარეთი
შემოგვიერთდი
გამოკითხვა
ვინ გსურთ მარჯვენა მცველად მომავალი სეზონისთვის?
მაიკონი
პიშჩეკი
კარვახალი
ისლა
უოლკერი
ირაოლა
ბოსინგვა

რეკლამა
მთვლელები
www.wsa.ge alt navige ქართული ვებ ჰოსტინგი