» » ედეგორი ჰოლანდიის ჩემპიონატში პროგრესირებას აგრძელებს
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 914
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 11-10-2017, 02:06
11-10-2017, 02:06

ედეგორი ჰოლანდიის ჩემპიონატში პროგრესირებას აგრძელებს

კატეგორია: სიახლეები

ედეგორი ჰოლანდიის ჩემპიონატში პროგრესირებას აგრძელებს
მარტინ ედეგორი მხოლოდ 18 წლისაა, მაგრამ მისმა სახელმა საფეხბურთო სამყაროში ხმაური ჯერ კიდევ მაშინ გამოიწვია, როცა ევროპულ სცენაზე პირველად გამოჩნდა. 2015 წლის იანვარში ედეგორს 16 წელი შეუსრულდა, როცა ნორვეგიის ნაკრებში წარმატებით გამოსვლისთვის, სადაც დებიუტი 15 წლის ასაკში ჰქონდა, ნახევარმცველი თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა ტალანტად მონათლეს...

მარტინის მიერ "კასტილიაში" გატარებული პერიოდი კარგი ნამდვილად არ ყოფილა. მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ის ჯერ კიდევ ვითარდებოდა როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად. ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც ედეგორს სურდა. ნორვეგიელმა ნახევარმცველმა "რეალის" სარეზერვო გუნდში 62 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 5 გოლი გაიტანა. მისი რთული პერიოდი იმის დასრულდა, რომ არენდით "ჰერენვენში" გაუშვეს.

ედეგორმა ჰოლანდიაში თამაში არცთუ ისე წარმატებით დაიწყო, მაგრამ შემდეგში გააქტიურდა, ტურნირზე თავის კვალს ტოვებდა, სასტარტოს უცვლელი წევრია და ბოლოსდაბოლოს იმ ადგილას მოხვდა, რომელიც მის ნიჭს შეესაბამება.

მარტინმა ბოლო 8 მატჩში მინდორზე 700 წუთი გაატარა. ფაქტიურად იმდენივე, რამდენიც ჰოლანდიაში გატარებულ პირველ 6 თვეში. ახლა ნორვეგიელი 4-3-3 სქემაში მარჯვენა ფლანგზე ასპარეზობს და შეგვიძლია ამ ფაქტს მისი აღზევების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ვუწოდოთ. თავის მხრივ, "რეალი" ედეგორის პროგრესს დიდი ყურადღებით აკვირდება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მარტინს დასამტკიცებელი ჯერ კიდევ ბევრი აქვს, მაგრამ წლევანდელ სეზონში მის მიერ ნაჩვენები თამაში ამტკიცებს, რომ "სამეფო კლუბს" ნამდვილად მაღალი დონის ტალანტი ჰყავს.

ედეგორის მიზანი "რეალის" მთავარ გუნდში მოხვედრაა, როგორც მარკო ასენსიო ან ვინისიუს ჟუნიორი, რომლის სანაცვლოდაც მადრიდულმა გრანდმა "ფლამენგოს" 45 მლნ. ევრო გადაუხადა. ეს ადასტურებს, რომ "რეალი" აქცენტს ახალგაზრდებზე აკეთებს.

ნორვეგიელის მომავალზე ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც მან "კასტილიაში" თავის გამოჩენა ვერ შეძლო, მაგრამ "ჰერენვენი" ფეხბურთელს რთული პერიოდის დავიწყებაში დაეხმარა. ედეგორი, რომელიც 16 წლის ასაკში "სამეფო კლუბში" გადაბარგდა, ზრდას აგრძელებს.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.