» » რობერტო კარლოსი: "ჰოჯსონს ჩემი კარიერის დასამარება შეეძლო"
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 666
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 11-10-2017, 02:51
11-10-2017, 02:51

რობერტო კარლოსი: "ჰოჯსონს ჩემი კარიერის დასამარება შეეძლო"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ

რობერტო კარლოსი: "ჰოჯსონს ჩემი კარიერის დასამარება შეეძლო"
ლეგენდარული ბრაზილიელის კარიერა შესაძლოა სხვაგვარად წარმართულიყო...

"რეალის" ექს-მცველმა რობერტო კარლოსმა planetfootball-ს ინტერვიუ მისცა, სადაც მილანის "ინტერში" როი ჰოჯსონთან მუშაობა გაიხსენა. ასევე, ბრაზილიელმა დაამატა, რომ ფაბიო კაპელომ "რეალში" მუშაობისას მასზე დიდი გავლენა მოახდინა.

"ჰოჯსონის "ინტერში" ყოფნამ გამანადგურა. მან ნახევარდაცვაში გამამწესა და ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა ბრაზილიის ნაკრებში ჩემი კარიერა განადგურებულიყო. ვერ ვიტყვი, რომ მასთან მხოლოდ ცუდი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ მან ფეხბურთის შესახებ ცოტა რამ იცის. მისი ერთადერთი შეცდომა 1996 წლის უეფას თასის ფინალში "შალკესთან" მარცხი იყო".

"კაპელო სულ სხვა იყო. "რეალთან" კონტრაქტი მის გამო გავაფორმე. ფაბიო ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი მწვრთნელია".
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.