» » გულშემატკივარი, რომელიც ისკოსთან დანით მივიდა, დაკავებულია
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 799
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 11-10-2017, 03:02
11-10-2017, 03:02

გულშემატკივარი, რომელიც ისკოსთან დანით მივიდა, დაკავებულია

კატეგორია: სიახლეები

გულშემატკივარი, რომელიც ისკოსთან დანით მივიდა, დაკავებულია
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველ ისკოს ისრაელი - ესპანეთის მატჩის დროს საფრთხე ემუქრებოდა...

ისრაელის ნაკრების ექვსი გულშემატკივარი, რომლებიც იერუსალიმში სტადიონ "ტედაზე" ესპანეთთან მატჩის დროს მინდორზე შეიჭრნენ, ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა. ერთ-ერთ მათგანს დანა ჰქონდა და მინდორზე შეჭრის შემდეგ ისკოს გვერდით აღმოჩნდა.

"დამნაშავე ისკოსთან მიახლოვებას ცდილობდა. როცა ის ფეხბურთელისკენ გაემართა, ხელიდან დანა გაუვარდა. ის პოლიციამ შეაჩერა, სანამ ესპანელთან მისვლას შეძლებდა" - იტყობინება გამოცემა The Times of Israel.

ისრაელის პოლიციის წარმომადგენელმა მიკი როზენფელდმა აღნიშნა, რომ ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებს სტადიონ "ტედაზე" ყოფნისას საფრთხე არ ემუქრებოდათ.

"არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. მატჩამდე, მატჩის დროს და მისი დასრულების შემდეგ ჩვეულებრივი უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული".
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.