» » ვინისიუს ჟუნიორი "რეალში" გადაბარგებისთვის ემზადება
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 1025
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 11-10-2017, 14:20
11-10-2017, 14:20

ვინისიუს ჟუნიორი "რეალში" გადაბარგებისთვის ემზადება

კატეგორია: სიახლეები

ვინისიუს ჟუნიორი "რეალში" გადაბარგებისთვის ემზადება
"უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, უფრო ძლიერად" - ვინისიუს ჟუნიორის ყოველი დღე ამ ლოზუნგით მიმდინარეობს. ფეხბურთელი "ფლამენგოს" ხელმძღვანელობის გაოცებას აგრძელებს. ახალგაზრდა ფორვარდის პროგრესი უსაზღვროა. ყოველ შემთხვევაში, ამაზე ფიზიკური მომზადების ტესტები მეტყველებენ, რომელიც რეინალდო რუედას გუნდმა გაიარა...

შემოწმების შედეგების მიხედვით, ვინისიუსმა, რომელიც უკვე მომავალი წლის ივნისში "რეალს" უნდა შეუერთდეს, გუნდის ყველა წევრს შორის საუკეთესო შედეგები აჩვენა. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ვინისიუსი ფიზიკური მონაცემებით ისეთ ჩამოყალიბებულ ფეხბურთელებს უტოლდება, როგორებიც დიეგო რიბასი და პაულო გერერო არიან, რის გამოც სამწვრთნელო და სამედიცინო შტაბები აღფრთოვანებულები არიან.

Marca-ს ინფორმაციით, "ფლამენგოს" სამედიცინო შტაბი არ ელოდა, რომ 17 წლის ვინისიუსი ფიზიკურად ისეთივე განვითარებული იქნებოდა, როგორც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ფეხბურთელები. ჟუნიორი აერობიკაში ყველა თანაგუნდელს აღემატება, ხოლო ფიზიკური დატვირთვების შემდეგ ძალებს ყველაზე სწრაფად იღდგენს. დანაშაული იქნება არ აღინიშნოს, რომ ვინისიუსის ფიზიკური მონაცემები მინდორზე მის სისწრაფეს ჩინებულად ავსებს.

შეფასებები, რომლებსაც "რეალი" ვინისიუსის შესახებ იღებს, ფეხბურთელის წარმატებულ ფორმირებაზე მეტყველებს. მადრიდული გრანდი თავის ტალანტს და მის ყოველდღიურ განვითარებას ყურადღებით აკვირდება. კლუბში არ სურთ ვინისიუსის განვითარებას ვინმემ ან რამემ ხელი შეუშალოს. მასში ხომ 45 მლნ. ევრო გადაიხადეს.

იუნი კალაფატი, რომელიც "რეალის" ყველა ტრანსფერის პასუხისმგებელია, ყოველ თვენახევარში ბრაზილიაში მიფრინავს, რათა დარწმუნდეს, რომ ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება და ვინისიუსის განვითარებას ხელს არაფერი უშლის, რომელიც 2018 წლის 30 ივნისიდან "სამეფო კლუბს" შეუერთდება. ამასთან ერთად, კლუბის ხელმძღვანელობამ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ვინისიუსი 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს, "ფლამენგოსა" და ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი გადაწყვეტილება იყო.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.