» » ალეგრი: "რეალი" ჩემპიონთა ლიგის მოგების ნომერ პირველი ფავორიტია"
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 664
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 11-10-2017, 14:34
11-10-2017, 14:34

ალეგრი: "რეალი" ჩემპიონთა ლიგის მოგების ნომერ პირველი ფავორიტია"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ, ჩემპიონთა ლიგა

ალეგრი: "რეალი" ჩემპიონთა ლიგის მოგების ნომერ პირველი ფავორიტია"
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის მოგების ნომერ პირველი ფავორიტია...

"რეალი" ნომერ პირველი ფავორიტია. მადრიდელებმა ბევრი ქულა დაკარგეს, მაგრამ საჭირო კონდიციებს უკვე უბრუნდებიან. "რეალმა" დორტმუნდის "ბორუსიას" წინააღმდეგ შესაძლებლობების 70% გამოიყენა და გაიმარჯვა".

"ბარსელონას" ლიონელ მესი ჰყავს, რომელსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. "პსჟ" ჯერჯერობით სრულიად გაუგებარია, მაგრამ მათ რიგებში ნეიმარი, მბაპე, კავანი, ალვეში თამაშობენ... ვნახოთ, როგორი გუნდი იქნება "პსჟ" მარტის თვეში"
- განაცხადა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში "იუვენტუსი" სწორედ "რეალთან" (1:4) განადგურდა.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.