» » ბეილი კოულმანს ნაკრებში დარჩენას სთხოვს
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 238
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 11-10-2017, 15:55
11-10-2017, 15:55

ბეილი კოულმანს ნაკრებში დარჩენას სთხოვს

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ

ბეილი კოულმანს ნაკრებში დარჩენას სთხოვს
გარეტ ბეილს არ სურს კრის კოულმანმა უელსის ნაკრების თავკაცის პოსტი დატოვოს...

უელსელები 2018 წლის მუნდიალის შესარჩევი ციკლის გადამწყვეტ მატჩში საკუთარ მოედანზე ირლანდიასთან (0:1) დამარცხდნენ და ტურნირზე მოხვედრის შანსი დაკარგეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ უელსელთა თავკაცმა კრის კოულმანმა განაცხადა, რომ თავის მომავალზე პასუხის გაცემა უჭირს. ამით მან მინიშნება გააკეთა იმის თაობაზე, რომ შესაძლოა პოსტი დატოვოს. თუმცა, ნაკრების ფეხბურთელები მთავარ მწვრთნელს მხარს უჭერენ და მისი წასვლა არ სურთ.

"რა თქმა უნდა, ყველას გვსურს, რომ კრისი გუნდში დარჩეს".

"მისი წვლილი უელსურ ფეხბურთსა და ეროვნულ ნაკრებში ფასდაუდებელია".

"არ ვაპირებთ ყოველთვის ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლით შეგაწყინოთ თავი. თუმცა, ასეთი შედეგების მიღწევა ისევ გვსურს".

"ეს იოლი არ იქნება, მაგრამ კოულმანი სწორედ ის ადამიანია, რომელსაც ჩვენი გაერთიანება და წარმატებამდე მიყვანა შეუძლია"
- განაცხადა ბეილმა.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.