» » რამოსი: "რეალში" ყველა პენალტს რონალდუ ასრულებს, შემდეგი მე ვარ"
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 1226
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 11-10-2017, 19:37
11-10-2017, 19:37

რამოსი: "რეალში" ყველა პენალტს რონალდუ ასრულებს, შემდეგი მე ვარ"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ

რამოსი: "რეალში" ყველა პენალტს რონალდუ ასრულებს, შემდეგი მე ვარ"
სერხიო რამოსი ორშაბათს "ოქროს ბურთის" 30 ნომინანტს შორის მოხვდა. მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების მცველმა France Football-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ედინსონ კავანისა და ნეიმარის დაპირისპირებას შეეხო. ასევე, ზინედინ ზიდანზე და მის მიერ ბოლო წუთებზე გატანილ გოლებზე ისაუბრა...

კავანისა და ნეიმარის ბრძოლა პენალტის შესრულებაზე

"მადრიდის "რეალში" მსგავსი რამ არასდროს მოხდება, რადგან ყველაფერი ჯერ კიდევ თამაშამდეა დაგეგმილი, ორგანიზებული და კოორდინირებული. პენალტებს კრიშტიანუ ასრულებს, თუ მოედანზე ის არ არის, თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან მე მივდივარ. ასევე, მატჩამდე ვარკვევთ იმ მესამე ფეხბურთელის ვინაობას, რომელიც პენალტს შეასრულებს".

"კავანი და ნეიმარი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან. დარწმუნებული ვარ, ისინი ამ საკითხში შეთანხმდებიან".


ზინედინ ზიდანი

"შესანიშნავი მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. მასთან მუშაობა მომწონს. ზიზუსთან ყველაფერი ყოველთვის ნათელი და მარტივია. მთავარი მწვრთნელის სახით საუკეთესო მეგობარი მყავს".

გადამწყვეტი გოლები ბოლო წუთებზე

"ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები. ასეთი ადამიანი ვარ. თუ ეს შესაძლებელია, მატჩის ბოლო წამებამდე ვიბრძოლებ. იმედი ბოლოს კვდება. ეს როგორც "რეალის", ასევე ჩემს სისხლშია. რთულმა სიტუაციებმა შესაძლოა ადამიანებზე იმოქმედონ, მაგრამ მე რწმენას არასდროს ვკარგავ და მზად ვარ რეაგირება მოვახდინო".
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.