» » კარვახალი ვირუსული ინფექციისგან განიკურნა
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 759
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 13-10-2017, 00:42
13-10-2017, 00:42

კარვახალი ვირუსული ინფექციისგან განიკურნა

კატეგორია: სიახლეები

კარვახალი ვირუსული ინფექციისგან განიკურნა
გაზეთ AS-ის ინფორმაციით, დანი კარვახალს ვირუსული ინფექცია გაუქრა, რომელიც პერიკარდიტს იწვევდა. მკურნალობა, რომელიც ესპანელ მცველს ჩაუტარდა, წარმატებული გამოდგა...

მიუხედავად იმისა, რომ ვირუსული ინფექცია გაქრა, კარვახალი საავადმყოფოდან ისევ არ გამოუწერიათ. "სამეფო კლუბის" სამედიცინო შტაბს ფეხბურთელის ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება არ სურს და მწყობრში ჩადგომის ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია. გაზეთ AS-ის ექიმმა ხოსე გონსალესმა განაცხადა, რომ კარვახალს მინიმუმ 1-2 კვირა დასჭირდება იმისათვის, რომ საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდეს.

ის ფაქტი, რომ ვირუსული ინფექცია გაქრა, კლუბის სამედიცინო პერსონალი ოპტიმიზმით აღავსო. ბოლო რამდენიმე დღეში იყო იმის საშიშროება, რომ კარვახალს აიტორ კარანკას ბედი გაეზიარებინა. ამ უკანასკნელს 1998/99 წლების სეზონში, 24 წლის ასაკში პერიკარდიტი დაუდგინდა, რის გამოც 4 თვე გამოტოვა.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.