» » ზიდანმა კეპას "რეალში" ტრანსფერს მწვანე აუნთო
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 452
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 13-10-2017, 20:24
13-10-2017, 20:24

ზიდანმა კეპას "რეალში" ტრანსფერს მწვანე აუნთო

კატეგორია: სიახლეები, არაოფიციალური, ტრანსფერები

ზიდანმა კეპას "რეალში" ტრანსფერს მწვანე აუნთო
ბილბაოს "ატლეტიკის" გოლკიპერი კეპა არიზაბალაგა შესაძლოა მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით მადრიდის "რეალში" გადაბარგდეს...

კეპას "ატლეტიკთან" კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება და ახალგაზრდა გოლკიპერი ჯერჯერობით მისი გახანგრძლივებისგან თავს იკავებს.

ბასკური კლუბის ბოლო წინადადება, რომლის მიხედვითაც კეპა წლიურად 3 მლნ. ევროს მიიღებდა, უარით იქნა გასტუმრებული.

გაზეთ Marca-ს ინფორმაციით, ამ სიტუაციით სარგებლობა "რეალს" სურს და მომავალ ზაფხულს არიზაბალაგას თავისუფალი აგენტის სტატუსით დამატებას შეეცდება. მადრიდელები კეპასთან წინასწარი შეთანხმების მიღწევას უკვე ზამთარში ეცდებიან.

23 წლის გოლკიპერის ტრანსფერს ზინედინ ზიდანმაც მწვანე აუნთო. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ესპანელი კიპერი "ატლეტიკთან" ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს, მადრიდელები 2018 წლის ზაფხულში მის შეძენას მაინც შეეცდებიან.

კეპას "რეალში" ტრანსფერის შემთხვევაში გუნდს კიკო კასილია დატოვებს, რომელიც ამ ზაფხულს "ნიუკასლში" გადაბარგებასთან ახლოს იყო. კეილორ ნავასი გუნდში დარჩება და ძირითადში მოსახვედრად კეპასთან ერთად იბრძოლებს.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.