რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
» » ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა. "ხუვენილ A" - "ტოტენჰემი" 1:1

ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა. "ხუვენილ A" - "ტოტენჰემი" 1:1

19-10-2017, 13:55
ავტორი: ZZ
ნახვა: 221
კომენტარი: 1
საბეჭდი ვერსია
ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა. "ხუვენილ A" - "ტოტენჰემი" 1:1
"ხუვენილ A"-მ დანი გომესის გოლის წყალობით "ტოტენჰემთან" ქულა მოიპოვა. გუტის გუნდი 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე მყოფი 5 ძირითადი ფეხბურთელის გამო საკმაოდ დასუსტებულია...

მიუხედავად იმისა, რომ მადრიდელთა გოლკიპერმა ადრიან ფერნანდესმა საოცარი სეივები განახორციელა, მატჩში ანგარიში "ტოტენჰემმა" გახსნა.

მეორე ტაიმში "ხუვენილ A" დომინირებდა და ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხა, მაგრამ გუტის შეგირდებს გამარჯვების მოსაპოვებლად სიზუსტე აკლდათ. ჯერ იყო და მიგელ ბაესამ ოსკარის გადაცემა გოლად ვერ გარდაქმნა, მოგვიანებით კი საგოლე მომენტი რამდენიმე ფეხბურთელს შეექმნა, მაგრამ ბურთს კარში შესვლა არ სურდა.

ჯგუფური ეტაპის სამი ტურის შემდეგ "ხუვენილ A"-ს აქტივში 4 ქულაა: გამარჯვება "აპოელთან" (10:0), მარცხი "ბორუსიასთან" (5:3) და ფრე "ტოტენჰემთან" (1:1).

გუნდი საკმაოდ რთულ სიტუაციაშია. გუტის ძირითადი შემადგენლობის 5 ფეხბურთელი ისევ დააკლდება, ხოლო მადრიდელები ლონდონში გასამართ შეხვედრაში არ უნდა დამარცხდნენ.

"ხუვენილ A": ადრიან ფერნანდესი, გორკა საბარტე, ალექს მარტინი, დე ლა ფუენტე, ფრან გარსია, მარტინ კალდერონი, ოსკარი, მიგელ ბაეზა, ლოპესი (ვაკასი, 46'), ალბერტო, დანი გომესი.

სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.
კომენტარები (1)
Offline Offline Jigga 19 ოქტომბერი 2017 20:55
admin jigari xar... kargi saitia...sul kargi da saintereso statiebi ideba...

respect
          1

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.