|
"რეალის" 10 საუკეთესო გოლი ჩემპიონთა ლიგაზე
ჩემპიონთა ლიგა მადრიდის "რეალისთვის" გუშინ განახლდა. "ბლანკოსმა" 1/8 ფინალის პირველი მატჩი "ცსკა"–სთან ფრედ, 1:1 დაასრულა. მსურს წარმოგიდგინოთ "რეალის" 10 საუკეთესო გოლი ჩემპიონთა ლიგაზე.
ყველაფერი მზად არის და დავიწყოთ. 10. ივან ელგერა. "ბაიერნი"–"რეალი". 08.03.2000 არცერთი სეზონი ისე არ გადიოდა, რომ ეს გუნდები არ დაპირისპირებოდნენ ერთმანეთს. "ბაიერნი" და "რეალი". "ბლანკოსის" ფეხბურთელები ნაკლებად ხდებოდნენ მატჩის გმირები იმ პერიოდში. ლოთარ მათეუსისთვის ევროთასებზე ბოლო მატჩში, მიუნხენელებმა 4:1 დაამარცხეს "სამეფო კლუბი". პრესტიჟის გოლი მადრიდელთა რიგებიდან ივან ელგერამ გაიტანა. 9. რობერტო კარლოსი. "რეალი"–"რომა". 28.09.2004 ძალიან ცუდად დაიწყო მადრიდის "რეალისთვის" 2004/05 წლების სეზონი: 3:0 ლევერკუზენის "ბაიერისგან", ხოსე ანტონიო კამაჩოს გუნდიდან გაშვება და 0:2 "რომასგან" უკვე მატჩის 21–ე წუთზე. შემდეგ მოხდა ის, რასაც რობერტო კარლოსი თამაშის შემდეგ "ქამბექს" უწოდებს. ივან პელიცოლის კარში 4 უპასუხო გოლი გავიდა. ბოლო გოლის ავტორი კარლოსი გახდა, რომელმაც ულამაზესი დარტყმით დალაშქრა რომაელთა კარი. 8. კრიშტიანუ რონალდუ. "რეალი"–"აიაქსი". 27.09.2011 ეს გოლი აუცილებლად შევა ჩემპიონთა ლიგის ერთ–ერთ შედევრებს შორის. დიდებული კონტრშეტევა, 7 პასი და კრიშტიანუ რონალდუს ბრწყინვალე გოლი. 7.რაული. "რეალი"–"ანდერლეხტი". 26.09.2001 დაუფასებლობა იქნება ნებისმიერი ჩემპიონთა ლიგის გოლების ჩვენება, ამ ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი რომ გამოვტოვოთ. რაულს ნებისმიერი გემოვნების გოლი გაჰქონდა: მაგალითად, "პარაშუტი" "ანდერლეხტის" კარში. 6. რობერტო კარლოსი. "რეალი"–"მარსელი". 16.09.2003 დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია – ეს გოლი რობერტო კარლოსმა და დევიდ ბექჰემმა შექმნეს, რომელთაც იმ მომენტისათვის ათი მატჩიც არ ჰქონდათ ერთად ჩატარებული. საიუველირო სიზუსტის პასი ბექჰემის შესრულებით და კარლოსის საოცარი დარტყმა ცხრიანში. 5. გუტი. "ციურიხი"–"რეალი". 15.09.2009 ღირსეული გოლი გამოუვიდა გუტის თავის უკანასკნელ მადრიდულ სეზონში. მან "ციურიხის" გოლკიპერ ჯონი ლეონს, შესანიშნავად გადაუგდო ბურთი თავზე. 4. რაული. "რეალი"–"ბარსელონა". 01.05.2002 2002 წელს რაულმა "ბარსელონასთან" მატჩში დაამტკიცა, თუ რაოდენ დიდებული მარცხენა ჰქონდა და ყველას იზიდავდა, ვიდრე დღეს ამკობენ ლიონელ მესის მარცხენა ფეხს. ბონანოს კარში ცხრიანში გატანილი გოლი, ბრწყინვალე გამოდგა. 3. ვიქტორი. "რეალი"–"ოლიმპიაკოსი". 22.10.1997 ვიქტორი ბევრს ირურეტას "დეპორტივოდან" დაამახსოვრდა. მიუხედავად ამისა, "რეალის" ქომაგებს არ დაავიწყდებათ მისი გარღვევა "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ და ჩინებული გოლი. 2. კრიშტიანუ რონალდუ. "მარსელი"–"რეალი". 09.12.2009 კრიშტიანუ რონალდუს თავის მადრიდული კარიერის დასაწყისში, განსხვავებული ოთხი დღე ჰქონდა. ჯერ იყო და ლა ლიგაში "ალმერიასთან" ორი ყვითელი ბარათის გამო გააძევეს, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაზე "მარსელთან" დუბლი შეასრულა. პირველი ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით. 1. ზინედინ ზიდანი. "ბაიერი"–"რეალი". 15.05.2002 არც ისე დიდი ხნის წინ უწოდა ფლორენტინო პერესმა ამ გოლს "საუკეთესო ფეხბურთის ისტორიაში". ამაზე ბევრი იდავებს, მაგრამ რატომ ვიდავოთ, როცა სიამოვნება შეგვიძლია? ვისიამოვნოთ! ავტორი - Faqo Oo
თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია.
ავტორი: real_kaka, თარიღი: 22-02-2012 20:01, კომენტარი: 11, სიახლე: 0
ავტორი: spawn, თარიღი: 22-02-2012 20:06, კომენტარი: 2217, სიახლე: 0
ავტორი: halamadrid, თარიღი: 22-02-2012 20:07, კომენტარი: 4986, სიახლე: 0
ავტორი: katdeluna, თარიღი: 22-02-2012 20:08, კომენტარი: 439, სიახლე: 0
ავტორი: NiCk.Kk, თარიღი: 22-02-2012 20:11, კომენტარი: 41, სიახლე: 0
ავტორი: svanchika7, თარიღი: 22-02-2012 20:12, კომენტარი: 2507, სიახლე: 0
ავტორი: katdeluna, თარიღი: 22-02-2012 20:15, კომენტარი: 439, სიახლე: 0
ავტორი: spawn, თარიღი: 22-02-2012 20:19, კომენტარი: 2217, სიახლე: 0
ავტორი: mirchex, თარიღი: 22-02-2012 20:38, კომენტარი: 1117, სიახლე: 1
ავტორი: RauL El CapitanO, თარიღი: 22-02-2012 21:12, კომენტარი: 364, სიახლე: 0
ავტორი: Marco Reus, თარიღი: 22-02-2012 22:05, კომენტარი: 603, სიახლე: 3
ავტორი: Kaxa., თარიღი: 22-02-2012 23:04, კომენტარი: 1518, სიახლე: 0
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
|
ლაზარეთი
შემოგვიერთდი
გამოკითხვა
ვინ გსურთ მარჯვენა მცველად მომავალი სეზონისთვის?
მეგობრები
მთვლელები
|
|
სიახლეები
|
მულტიმედია
|
ბლოგი
|
We Are MADRIDISTAs - We Are №1 | MADRIDISTA.GE! © 2010-2012
საიტიდან რაიმეს დაკოპირებისას დაიცავით საავტორო უფლებები!
By - MADRIDISTA.GE
საიტიდან რაიმეს დაკოპირებისას დაიცავით საავტორო უფლებები!
By - MADRIDISTA.GE





























