იგნაშევიჩი "რეალთან" მატჩზე

იგნაშევიჩი  "რეალთან" მატჩზე
სერგეი იგნაშევიჩმა განაცხადა, რომ "არმიელებმა" კარგად ვერ ჩაატარეს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველი მატჩი და აღნიშნა, რომ "რეალი" 100%–ით არ დახარჯულა.

"რეალთან" მატჩი იმ კატეგორიას მიეკუთვნება, როცა შედეგზე ჩვეულებრივზე ცოტას ფიქრობ. პირველ რიგში გსურს ღირსეული ფეხბურთი აჩვენო. მითუმეტეს, თუ გადავსებულ "ლუჟნიკებზე" ასპარეზობ".

რა გეგმა ჰქონდა "ცსკა"–ს ამ მატჩისთვის?

ვფიქრობ, ბევრი ჩანაფიქრი არ გამოგვივიდა. დაცვიდან გამოსვლისას გვაკლდა გუნდურობა და შეტევაში ხშირად ვკარგავდით ბურთს. კარგი შთაბეჭდილება ჩვენმა თამაშმა არ დატოვა. თუმცა, მეტოქეც ისეთი გვყავდა, რომ სხვა სცენარზე ფიქრი რთული იყო.

"რეალმა" კარგი მატჩი ვერ ჩაატარა. ვისი დამსახურებაა ეს: "ცსკა"–სი თუ თავად "სამეფო კლუბის"?

მომეჩვენა, რომ "რეალი" შედეგის მიღწევას ძალების მცირე დახარჯვით ცდილობდა. კარგად ვხვდები, რომ განმეორებით მატჩში ისინი ყველა საკითხის გადაჭრას ეცდებიან. "სანტიაგო ბერნაბეუზე" მათ საოცარი შედეგიანობა აქვთ. 28–ე წუთზე მათ გოლი გაიტანეს და პროგრამა მინიმუმი შეასრულეს. ისინი წინ დიდი ძალებით არ მიდიოდნენ და ცდილობდნენ უპირატესობის შენარჩუნებას.


ინფორმაციის წყარო: Официальный сайт Сергея Игнашевича
ავტორი - Faqo Oo

თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია.

ავტორი: Faqo Oo, თარიღი: 22-02-2012 23:54, კომენტარი: 3365, სიახლე: 7723  
Administrator
ერთადერთი ფეხბურთელი ცსკა-ში, რომელიც საღად აზროვნებს

ძალიან სწორი შეფასება გაუკეთა მატჩს


--------------------

ავტორი: MADRIDEL, თარიღი: 23-02-2012 02:05, კომენტარი: 1345, სიახლე: 1  
Administrator
მართალია

ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ლაზარეთი
შემოგვიერთდი
გამოკითხვა
ვინ გსურთ მარჯვენა მცველად მომავალი სეზონისთვის?
მაიკონი
პიშჩეკი
კარვახალი
ისლა
უოლკერი
ირაოლა
ბოსინგვა

რეკლამა
მთვლელები
www.wsa.ge alt navige ქართული ვებ ჰოსტინგი