» » "რეალმა" ალანის ტრანსფერის თაობაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწია
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 644
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 20-10-2017, 17:47
20-10-2017, 17:47

"რეალმა" ალანის ტრანსფერის თაობაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწია

კატეგორია: სიახლეები, არაოფიციალური, ტრანსფერები

"რეალმა" ალანის ტრანსფერის თაობაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწია
"სამეფო კლუბი" შესაძლოა მორიგი ბრაზილიელი ტალანტით გაძლიერდეს...

ბრაზილიური "პალმეირასის" ახალგაზრდული გუნდის შემტევმა ნახევარმცველმა ალან დე სოუზა გიმარაინშმა შესაძლოა მადრიდის "რეალის" რიგები შეავსოს. ვარაუდობენ, რომ 17 წლის ფეხბურთელი "რეალს" 2018 წლის ზაფხულში შეუერთდება და ასპარეზობას "კასტილიაში" დაიწყებს.

ალანმა რამდენიმე ბრაზილიური გრანდი უარით გაისტუმრა. ასევე, მილანის "ინტერის" წინადადებამაც არ დააინტერესა. ფეხბურთელს ამჟამინდელ კლუბთან ხელშეკრულება 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ხოლო მისი გამოსასყიდი თანხა 50 მლნ. ევროს შეადგენს. მიუხედავად ამისა, "სამეფო კლუბი" ეცდება ფეხბურთელის ფასის შემცირებაზე მოლაპარაკებები გამართოს.

აღსანიშნავია, რომ ალანის აგენტი ხუან ფიგერი 2017 წლის დასაწყისში "რეალის" წარმომადგენლებს უკვე შეხვდა. შეხვედრის ბოლოს მხარეებმა ტრანსფერის თაობაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.