» » რონალდუმ პერესს რეშფორდის შეძენა სთხოვა
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 438
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 21-10-2017, 13:47
21-10-2017, 13:47

რონალდუმ პერესს რეშფორდის შეძენა სთხოვა

კატეგორია: სიახლეები, არაოფიციალური, ტრანსფერები

რონალდუმ პერესს რეშფორდის შეძენა სთხოვა
ბრიტანული გამოცემა Mirror-ის ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუს "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფორვარდის მარკუს რეშფორდის თამაში ძალიან ხიბლავს...

პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს ურჩია 19 წლის ინგლისელი ფორვარდის თამაშს დააკვირდეს და მის გადაბირებაზე იფიქროს. კრიშტიანუ მიიჩნევს, რომ რეშფორდი თავისი საგოლე ალღოს წყალობით "რეალს" ძალიან დაეხმარება.

მარკუსმა ინგლისის პრემიერლიგის წლევანდელ სეზონში ჩატარებულ 6 მატჩში აქტივში 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემა ჩაიწერა. მას "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.