» » AS: "რეალმა" ლევანდოვსკის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები წამოიწყო
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 476
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 26-10-2017, 15:17
26-10-2017, 15:17

AS: "რეალმა" ლევანდოვსკის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები წამოიწყო

კატეგორია: სიახლეები, არაოფიციალური, ტრანსფერები

AS: "რეალმა" ლევანდოვსკის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები წამოიწყო
მიუნხენის "ბაიერნის" ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ შესაძლოა მომავალ ზაფხულს კლუბი შეიცვალოს...

მადრიდის "რეალს" თავდასხმის ხაზის გასაძლიერებლად მიუნხენური კლუბის პოლონელი ფორვარდის შეძენის სურვილი აქვს.

გაზეთ AS-ის ინფორმაციით, "რეალი" "ბაიერნს" ლევანდოვსკის ტრანსფერის თაობაზე უკვე დაუკავშირდა და გერმანელებთან მოლაპარაკებები წამოიწყო.

დაახლოებით ერთი თვის წინ ამავე წყარომ გვამცნო, რომ ლევანდოვსკიმ თავის აგენტს "რეალში" ტრანსფერის ორგანიზება სთხოვა.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.