» » "ზიდანს პრემიერლიგაში წარმატების მიღწევა შეუძლია. გადახედეთ მის მიღწევებს"
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 331
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 31-10-2017, 19:05
31-10-2017, 19:05

"ზიდანს პრემიერლიგაში წარმატების მიღწევა შეუძლია. გადახედეთ მის მიღწევებს"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ, ჩემპიონთა ლიგა

"ზიდანს პრემიერლიგაში წარმატების მიღწევა შეუძლია. გადახედეთ მის მიღწევებს"
ლონდონის "ტოტენჰემის" თავკაცმა მაურისიო პოჩეტინიომ მადრიდის "რეალთან" გასამართი საშინაო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...

"თავდაჯერებულები ვართ. კეინი ჩვენთან ერთადაა. კიდევ ერთი დღე გვაქვს იმისათვის, რომ მისი მდგომარეობა შევაფასოთ. სავარაუდოდ, ის თამაშისთვის მზად იქნება. გუშინ ყველაფერი კარგად იყო".

"ახლა მას ექიმები მეთვალყურეობენ. ისინი ცდილობენ სწორი გადაწყვეტილება მიიღონ. შეცდომა არ უნდა დავუშვათ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ გრძნობს თავს ახლა, დღეს საღამოს და ხვალ. გადაწყვეტილება კი პირველ რიგში კეინის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მივიღოთ და შემდეგ უკვე კლუბის".

"კეინი და რონალდუ საოცარი ფეხბურთელები არიან. პატივი უნდა ვცეთ იმას, რაც კრიშტიანუმ ფეხბურთისთვის გააკეთა და რის გაკეთებასაც აგრძელებს. ჩემთვის ჰარი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ცხრიანია, თუ საუკეთესო არა. რონალდუ ბრწყინვალე ფეხბურთელია, მაგრამ კეინს არავისში გავცვლიდი...".

"ზიდანს პრემიერლიგაში წარმატების მიღწევა შეუძლია. გადახედეთ მის მიღწევებს. გასულ კვირაში FIFA-მ ის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა. მას ყველა ის თვისება გააჩნია იმისათვის, რომ ინგლისში ან რომელიმე სხვა ქვეყანაში წარმატებას მიაღწიოს".

"უნდა დავამტკიცოთ, რომ ასეთ მაღალ დონეზე ზეწოლასთან გამკლავება შეგვიძლია. ჩვენ "რეალთან", "ლივერპულთან", "ვესტ ჰემთან" და "მანჩესტერ იუნაიტედთან" ვითამაშეთ".

"თითოეული მატჩი რთული იყო, მაგრამ არცერთში მეტოქეზე სუსტად არ გამოვიყურებოდით. ხვალაც ასე იქნება. ყოველ სამ დღეში თამაშის ფონზე სრულიად შეუძლებელია მატჩებს დასვენებული შეხვდე".

"გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე წარუმატებლად გამოვედით და ყველა უკმაყოფილო იყო. წელს ყველაფერი სხვაგვარადაა".
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.