» » ვალიეხო შესაძლოა "აინტრახტში" დაბრუნდეს
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 353
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 1-11-2017, 16:30
1-11-2017, 16:30

ვალიეხო შესაძლოა "აინტრახტში" დაბრუნდეს

კატეგორია: სიახლეები, არაოფიციალური, ტრანსფერები

ვალიეხო შესაძლოა "აინტრახტში" დაბრუნდეს
გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" ცენტრბექ ხესუს ვალიეხოს გადაბირებით ფრანკფურტის "აინტრახტი" ინტერესდება, სადაც ესპანელმა მცველმა გასული სეზონი არენდით გაატარა...

"აინტრახტს" ვალიეხოს გადაბირება ამ ზამთარში სურს. სიტუაცია გერმანული კლუბის სასარგებლოდაა. ხესუსმა წელს "რეალის" მაისურით მხოლოდ ერთ ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა - სამეფო თასზე "ფუენლაბრადასთან" მატჩში, სადაც თამაშის ბოლოს გაძევებულ იქნა.

"აინტრახტისთვის" ვალიეხოს ტრანსფერი პრიორიტეტულია, რადგან გუნდის ძირითადი მცველი მაკოტო ჰასებე მუხლის ტრავმის გამო მინდორს ჩამოშორდა, ხოლო კარლოს სალსედო, რომელიც გერმანელებმა ვალიეხოს შემცვლელად გადაიბირეს, იმედებს ვერ ამართლებს. ესპანელი მცველის შეძენით პირადად ფრანკფურტელთა თავკაცი ნიკო კოვაჩი ინტერესდება.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.