» » ზიდანი: "გამოწვევები მიყვარს და ვეცდებით გავიმარჯვოთ"
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 171
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 1-11-2017, 18:03
1-11-2017, 18:03

ზიდანი: "გამოწვევები მიყვარს და ვეცდებით გავიმარჯვოთ"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ, ჩემპიონთა ლიგა

ზიდანი: "გამოწვევები მიყვარს და ვეცდებით გავიმარჯვოთ"
ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში "ტოტენჰემთან" გასამართი გასვლითი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...

"შესანიშნავ ფორმაში ვიმყოფებით. წაგების შემდეგ ხალხმა შესაძლოა იფიქროს, რომ ცუდ კონდიციებში ვართ, მაგრამ ყველაფერი პირიქითაა. ვიმეორე, შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში ვართ და მზად ვართ კარგი ფეხბურთი ვითამაშოთ. ეს ტურნირის კარგი სტადიაა, სადაც საშუალება გვეძლევა ძალიან კარგი მეტოქის წინააღმდეგ მაღალი დონის ფეხბურთი ვაჩვენოთ".

"ჩვენი სურვილია კარგი ფეხბურთი ვიხილოთ. ფეხბურთელები ასეთი დონის მატჩებისგან სიამოვნებას იღებენ. მზად ვართ შესანიშნავი ფეხბურთი ვითამაშოთ. ეს იოლი არ იქნება, რადგან მაღალი დონის გუნდს ვუპირისპირდებით".


"უემბლი"

"ფეხბურთელებმა იციან, სად თამაშობენ. ეს სტადიონი მატჩების ჩასატარებლად განსაკუთრებული ადგილია. დიდებული არენის გარდა, ორი ბრწყინვალე გუნდის შეხვედრას ვიხილავთ. ეს ყველა გულშემატკივრისთვის კარგია. მე ძველ "უემბლიზე" მითამაშია და ეს კარგი შეგრძნება იყო. ამჯერად, მე არ გავალ მოედანზე და ამას ფეხბურთელები გააკეთებენ".

"ჟირონასთან" მატჩი

"ვფიქრობ, კატალონიური კლუბის წინააღმდეგ ცუდად არ გვითამაშია. ასეთია ფეხბურთი. მეტოქემ გაგვაოცა, მაგრამ ამაზე აღარ უნდა ვიფიქროთ. ახლა მატჩი უნდა ჩავატაროთ, სადაც ბოლომდე დავიხარჯებით და გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაფერს გავაკეთებთ".

გამარჯვებათა გზაზე დაბრუნება

"ჩემი აზარტი და გამარჯვებებისკენ სწრაფვა არ შემცირებულა. ჩემთვის ყველაზე მთავარი თავდაუზოგავი შრომაა. სეზონის განმავლობაში რთული პერიოდები გვხვდება, მაგრამ ამასთან გამკლავებას ვგეგმავთ. ყოველი მარცხის შემდეგ ასე ხდება. გამოწვევები მიყვარს და ვეცდებით გავიმარჯვოთ. მომწონს, როცა სიტუაცია რთულდება, რადგან ცხოვრების მოტივაცია ამაშია. ჩვენი სურვილია გამარჯვებათა გზას დავუბრუნდეთ".

მაურისიო პოჩეტინიო

"ის არაჩვეულებრივად მუშაობს, კლუბში თავს კარგად გრძნობს და მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. შედეგები ყველაფერზე მეტყველებენ. ვფიქრობ, რთული არ არის იმ გუნდების წინააღმდეგ თამაში, რომლებიც ორი ან სამი ცენტრალური მცველით თამაშობენ".
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.