» » ისკოს და ბენზემას "უემბლიზე" გოლი გატანილი აქვთ
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 174
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 1-11-2017, 20:33
1-11-2017, 20:33

ისკოს და ბენზემას "უემბლიზე" გოლი გატანილი აქვთ

კატეგორია: სიახლეები, ოფიციალური, ჩემპიონთა ლიგა

ისკოს და ბენზემას "უემბლიზე" გოლი გატანილი აქვთ
მადრიდის "რეალი" სტადიონ "უემბლიზე" პირველად ითამაშებს. თუმცა, ისკო ალარკონს და ქარიმ ბენზემას ამ სტადიონზე გოლი უკვე გატანილი აქვთ. ორივე მათგანმა ეს სანაკრებო შეხვედრებში მოახერხა...

2016 წლის ნოემბერში ისკომ ინგლისი - ესპანეთის (2:2) ამხანაგურ მატჩში ბოლო წუთზე შეძლო თავის გამოჩენა. 2010 წლის ნოემბერში კი ბენზემამ საფრანგეთისა და ინგლისის ამხანაგურ შეხვედრაში გაიტანა.

ბეილმა 2012 წელს გაიტანა
უელსელმა "უემბლიზე" გოლის გატანა 2012 წელს ინგლისის თასის ნახევარფინალში მოახერხა. მაშინ "ტოტენჰემი" "ჩელსისთან" 1:5 დამარცხდა.

რონალდუმ პენალტების სერიაში გაიტანა
"უემბლიზე" გოლის გატანა კრიშტიანუ რონალდუმაც შეძლო. პორტუგალიელმა 2008/09 წლების სეზონში ინგლისის თასის ფინალში პენალტების სერიაში მოახერხა გოლის გატანა. მაშინ "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ტოტენჰემი" დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.