» » კიდევ ერთი დარტყმა ბეილისთვის
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 1103
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 1-11-2017, 21:24
1-11-2017, 21:24

კიდევ ერთი დარტყმა ბეილისთვის

კატეგორია: სიახლეები, ჩემპიონთა ლიგა

კიდევ ერთი დარტყმა ბეილისთვის
დღეს ღამით, მადრიდის "რეალი" სტადიონ "უემბლიზე" ლონდონის "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება და რომ არა ტრავმა, გარეტ ბეილი თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ თამაშს მოახერხებდა...

გარეტს ხშირი ტრავმიანობა აქვს, რის გამოც გასული სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა, რომელიც მის მშობლიურ ქალაქ კარდიფში ჩემპიონთა ლიგის ფინალით დასრულდა. ყველაფერი მზად იყო იმისათვის, რომ ბეილი თავის სამშობლოში გუნდს დიდებისკენ გაძღოლოდა, მაგრამ მან მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე მხოლოდ შეხვედრის დასრულებამდე 13 წუთით ადრე გამოჩნდა.

სიტუაცია არც 2017/18 წლების სეზონში შეცვლილა. ტრავმების გამო გარეტი იძულებულია იუქმოს. ის უელსის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებაში ვერ დაეხმარა.

და ბოლოს, გარეტი "ტოტენჰემის" წინააღმდეგ მეორე მატჩსაც გამოტოვებს. ეს მისთვის ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გამოცდა იქნება. მადრიდისტები წლევანდელ სეზონში უელსელს იშვიათად ხედავენ. ვნახოთ, რამდენად თავდაჯერებული დაუბრუნდება ბეილი მინდორს.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.