» » რონალდუ: "რეალი" პეპესთან, ხამესთან და მორატასთან ერთად ძლიერი იყო"
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 1711
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 2-11-2017, 10:42
2-11-2017, 10:42

რონალდუ: "რეალი" პეპესთან, ხამესთან და მორატასთან ერთად ძლიერი იყო"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ, ჩემპიონთა ლიგა

რონალდუ: "რეალი" პეპესთან, ხამესთან და მორატასთან ერთად ძლიერი იყო"
კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის "რეალის" "ტოტენჰემთან" (3:1) მარცხს გამოეხმაურა...

პორტუგალიელი დამწუხრებულია იმის გამო, რომ გუნდში პეპეს, ხამეს როდრიგესის და ალვარო მორატას დონის ფეხბურთელები აღარ არიან.

"ფეხბურთელები, რომლებმაც ჩვენი რიგები შეავსეს, დიდ პოტენციალს ფლობენ, მაგრამ "რეალი" პეპესთან, ხამესთან და მორატასთან ერთად ძლიერი იყო, ხოლო ახალწვეულები ახალგაზრდები არიან".

"გარდა ამისა, კარვახალი და ბეილი გვაკლია. "რეალი" სუსტი გუნდი არ არის. თუმცა, ახლა ნაკლებ გამოცდილებას ფლობს და ეს მნიშვნელოვანია. ჩემი სიტყვებით თავს არ ვიმართლებ".

"რაც შეეხება ჩემს კლუბთან კონტრაქტს, ის კიდევ 4 წელიწადი ძალაშია და მისი გახანგრძლივების სურვილი არ მაქვს. "რეალში" თავს შესანიშნავად ვგრძნობ".

"რაც შეეხება გუნდს, არაფერი მომხდარა. ყოველთვის ვერ გავიმარჯვებთ. ისე ვერ გამოვიყურებოდით, როგორც გვსურდა, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ცუდად ვითამაშეთ".
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.