» » ზიდანი: "გოლების გატანა უნდა გავიხსენოთ"
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 552
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 2-11-2017, 12:36
2-11-2017, 12:36

ზიდანი: "გოლების გატანა უნდა გავიხსენოთ"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ, ჩემპიონთა ლიგა

ზიდანი: "გოლების გატანა უნდა გავიხსენოთ"
ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში "ტოტენჰემთან" (3:1) მარცხის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...

"რაც არ უნდა მოხდეს, არ ვღელავ. იმ გუნდს დავუპირისპირდით, რომელმაც გვაჯობა და ამას უნდა შევეგუოთ. ცუდად არ გამოვიყურებოდით. ანგარიშის გათანაბრების შანსი გვქონდა, მაგრამ მომენტები ვერ გამოვიყენეთ, რაც ბოლო პერიოდში გვემართება".

"ვერ ვიტყვი, რომ ფიზ-მომზადების მხრივ ცუდად გამოვიყურებოდით. შესაძლოა უკეთეს კონდიციებში არ ვიყოთ, რადგან ბოლო ორ შეხვედრაში დავმარცხდით. ახლა უფრო რთული იქნება, რადგან ვიმეორებ, ზედიზედ ორჯერ დავმარცხდით. მიუხედავად ამისა, ყველაფერი ნორმაშია. გოლების გატანა უნდა გავიხსენოთ, რასთანაც ბოლო პერიოდში პრობლემები გვაქვს".


გოლების სიმცირე

"ასე არ ვიტყოდი. სეზონის განმავლობაში არის მომენტები, როცა ბევრი გოლის გატანას ახერხებ და პირიქით, როცა ბურთს კარში შესვლა არ სურს. ანგარიშის გასათანაბრებლად მომენტები გვქონდა, მაგრამ მეტოქემ სამი გოლი გაიტანა. იმ გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობდით, რომელიც მოედნის თითოეულ მონაკვეთზე უკეთ გამოიყურებოდა. თუმცა, გამოცდილი შემადგენლობა გვყავს, ჩემპიონებით სავსე და ამასთან გამკლავებას ვგეგმავთ".

მატჩი

"გუშინ შედეგს ვერ მივაღწიეთ. ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მატჩებში დავმარცხდით. ზედიზედ ორი მარცხი განვიცადეთ და კარგ განწყობაზე ნამდვილად ვერ ვიქნებით. წარუმატებელი პერიოდი გვაქვს. როცა მარცხდები, თავაწეული უნდა იყო და იფიქრო, რომ ეს ფეხბურთია. წინ კიდევ ბევრი შეხვედრა გვაქვს იმისთვის, რომ საქმის ვითარება შევცვალოთ".

განწყობა გასახდელში

"უკმაყოფილოები ვართ. ზოგჯერ ცხოვრებაში რაღაცებთან შეგუება გიწევს. გუშინ ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც გვსურდა. თუმცა, სიტუაციის გამოსასწორებლად ყველაფერს გავაკეთებთ. ეს ჩვენთვის რთული მარცხია, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ მეტოქემ დამსახურებულად გაიმარჯვა".

"ტოტენჰემი"

"ჩემპიონთა ლიგის მოგება თითოეულ გუნდს შეუძლია და "ტოტენჰემი" ერთ-ერთი მათგანია".
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.