» » ვინისიუსი: "როცა კარგ მატჩს ვატარებ, მარსელო შეტყობინებას მიგზავნის"
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 672
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 4-11-2017, 02:07
4-11-2017, 02:07

ვინისიუსი: "როცა კარგ მატჩს ვატარებ, მარსელო შეტყობინებას მიგზავნის"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ

ვინისიუსი: "როცა კარგ მატჩს ვატარებ, მარსელო შეტყობინებას მიგზავნის"
"ფლამენგოს" 17 წლის ფორვარდი ვინისიუს ჟუნიორი მადრიდის "რეალს" 1 წელიწადში შეუერთდება, მანამდე კი გამოცდილებას ბრაზილიის ჩემპიონატში აგროვებს...

"მშვიდად ვარ. ვფიქრობ, ჯერ წასვლის დრო არ დამდგარა. კონტრაქტის მიხედვით აქ კიდევ ერთი წელიწადი უნდა გავატარო. "ფლამენგოში" ყველაფერი ძალიან მომწონს".

"კრიტიკა? ეს არ მაწუხებს. ვიცი, რა პოტენციალსაც ვფლობ და რამდენად შორს წასვლა შემიძლია. "ფლამენგოში" კიდევ ბევრი სამუშაო მაქვს ჩასატარებელი".

"ზიდანთან არ მისაუბრია, მაგრამ მარსელოს, კაზემიროს და დანილოს მადრიდში ცხოვრებაზე ვესაუბრე. როცა კარგ მატჩს ვატარებ, მარსელო შეტყობინებას მიგზავნის. მას ყოველთვის მოუთმენლად ველოდები".
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.