» » 16 წლის სერხიო არიბასი პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 926
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 4-11-2017, 14:37
4-11-2017, 14:37

16 წლის სერხიო არიბასი პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს

კატეგორია: სიახლეები

16 წლის სერხიო არიბასი პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს
ამ დღეებში ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით ძირითად გუნდთან ერთად "ხუვენილ B"-ს ნახევარმცველმა სერხიო არიბასმა ივარჯიშა...

გუნდს რამდენიმე ტრავმირებული ჰყავს. რადგანაც იმ დღეს არც "კასტილია" და არც "ხუვენილ A" არ ვარჯიშობდა, ზიდანს "ხუვენილ B"-დან 16 წლის ფეხბურთელის დამატება მოუწია.

"ეს ფლანგის ნახევარმცველი თავისი ტექნიკით ყურადღებას იპყრობს. არიბასი ძალიან სწრაფი ფეხბურთელია, რომელიც თავისი დრიბლინგის უნარის წყალობით მუდამ ხიფათს ქმნის, როცა ბურთი აქვს. ის საკმაოდ სრულყოფილი და დიდი მომავლის მქონე ფეხბურთელია" - სწორედ ასე აღწერა კლუბის ოფიციალურმა საიტმა კანტერანო. არიბასი "რეალის" სისტემას 2012 წლის 1 ივლისს შეუერთდა და ყველა ასაკობრივი კატეგორია გამოიარა.

"საოცარი გამოცდილება პირველ გუნდთან ერთად. ბევრს ვმუშაობ, რათა ჩემი ოცნებები ავიხდინო" - დაწერა არიბასმა სოციალურ ქსელ Instagram-ზე.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.