რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » რამოსი: "საშუალება გვაქვს გულშემატკივრებს კიდევ ერთი ტიტული ვაჩუქოთ"

რამოსი: "საშუალება გვაქვს გულშემატკივრებს კიდევ ერთი ტიტული ვაჩუქოთ"

12-12-2017, 00:35
ავტორი: ZZ
ნახვა: 945
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
რამოსი: "საშუალება გვაქვს გულშემატკივრებს კიდევ ერთი ტიტული ვაჩუქოთ"
მადრიდის "რეალის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა აბუ-დაბიში ჩასვლისას განაცხადა, რომ გუნდი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს მოუთმენლად ელოდება...

"ამ ტურნირისგან ბევრს ველით. მასში მონაწილეობა ნებისმიერი კლუბისთვის პრივილეგიაა. შეგვიძლია ტიტული დავიცვათ და 2017 წელი ბრწყინვალედ დავასრულოთ".

რამოსმა "სევილიასთან" გუნდის მიერ ნაჩვენებ თამაშს მაღალი შეფასება მისცა. ის მიიჩნევს, რომ მიღწეული შედეგი ფეხბურთელებზე დადებითად აისახება, რომლებიც ახლა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგებაზე არიან ორიენტირებულნი:

"აქ ჩამოსვლის შემდეგ ადაპტირება უნდა მოვახდინოთ და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ტიტულის დაცვისთვის ვიბრძოლოთ. ამას მოუთმენლად ველოდებით. საშუალება გვაქვს გულშემატკივრებს კიდევ ერთი ტიტული ვაჩუქოთ. "სევილიასთან" ჩატარებული შესანიშნავი მატჩის შემდეგ ძალიან მოტივირებულები ვართ. ახლა ეს ბალანსი და სტაბილურობა უნდა შევინარჩუნოთ".
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.