MADRIDISTA.GE

Real Madrid News

"დეპორტივო" ლუკას სილვას არენდით აყვანას გეგმავს

კატეგორია: სიახლეები, არაოფიციალური, ტრანსფერები თარიღი: 30-06-2015, 21:27
"დეპორტივო" ლუკას სილვას არენდით აყვანას გეგმავს

სათამაშო პრაქტიკის მიღების შანსი...

ლა–კორუნიის "დეპორტივოს" 2015/16 წლების სეზონისთვის ლუკას სილვას არენდით აყვანა სურს. გალისიელები ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავენ და ბრაზილიელი იდეალური კანდიდატურაა. "რეალი" ლუკასს მაშინ გაუშვებს, როცა ის რაფა ბენიტესის ხელმძღვანელობით მოსამზადებელ ეტაპს გაივლის.

სილვა "რეალში" 2015 წლის იანვარში "კრუზეიროდან" 14 მლნ. ევროდ გადაბარგდა. ის ლუკა მოდრიჩთან კონკურენციისთვის გადაიბირეს. თუმცა, არასაკმარისი სათამაშო დრო მიიღო იმისათვის, რომ ძირითადში მოსახვედრად ებრძოლა. ბრაზილიელმა ლა ლიგაში მხოლოდ ერთი სრული მატჩი ჩაატარა "ლევანტესთან" და ერთი ჩემპიონთა ლიგაზე "შალკესთან" (სტუმრად). მან ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე 337 წუთი ითამაშა. ასევე, 90 წუთი სამეფო თასზე. მთლიანობაში, ლუკას სილვამ 5 თვის განმავლობაში მადრიდული გრანდის მაისურით 427 წუთი გაატარა მინდორზე.

ბრაზილიელის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ევროპულ ჩემპიონატებში თამაშის გამოცდილება არ აქვს. "დეპორტივოში" გადაბარგებით ის არამარტო ევროპას, არამედ ლა ლიგასაც შეეჩვევა.

"სევილია" ლუკას სილვას გადაბირებით ინტერესდება

ევროპის ლიგის მოქმედი გამარჯვებული ბრაზილიელი ნახევარმცველის გადაბირებით ინტერესდება......

"სელტიკს" ედეგორის არენდით აყვანა სურს

მადრიდის "რეალის" 16 წლის ნორვეგიელი ნახევარმცველი შესაძლოა შოტლანდიაში გადაბარგდეს. მისი არენდით აყვანა გლაზგოს "სელტიკს" სურს......

"რეალი" ლუკასის არენდით გაშვებას გეგმავს

ამ ზაფხულს მადრიდის "რეალი" ლუკას სილვას არენდით გაშვებას გეგმავს......

მარსელომ ლა ლიგაში, ჩემპიონთა ლიგასა და სამეფო თასზე გაიტანა

ეს პირველი სეზონია, როცა ბრაზილიელმა გოლის გატანა სამ ტურნირზე შეძლო......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

25.01.2018 00:30


2 - 0

19.01.2018 19:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 17 48 19 37
2 ატლეტიკო 17 25 12 34
3 სევილია 17 30 17 32
4 ალავესი 18 21 18 31
5 რეალი 17 26 21 30
6 ბეტისი 18 21 21 26




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.