რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
» » მარსელო - "რეალის" საუკეთესო ასისტენტი 2017 წელს

მარსელო - "რეალის" საუკეთესო ასისტენტი 2017 წელს

28-12-2017, 12:04
ავტორი: ZZ
ნახვა: 151
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
მარსელო - "რეალის" საუკეთესო ასისტენტი 2017 წელს
მარსელო სეზონიდან სეზონამდე ამტკიცებს, რომ მადრიდის "რეალისთვის" შეუცვლელი ფიგურაა...

ბრაზილიელი 2017 წელს "სამეფო კლუბის" საუკეთესო ასისტენტია. მარსელოს ანგარიშზე 12 საგოლე გადაცემაა. ჩამონათვალში მისი მდევრები ტონი კროოსი (9), დანი კარვახალი, ისკო (8), კრიშტიანუ რონალდუ და ქარიმ ბენზემა (7) არიან.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი მარსელო - რონალდუს დუეტია. ბრაზილიელმა პორტუგალიელს ასისტენტობა 5-ჯერ გაუწია. სხვა ფეხბურთელები, რომლებმაც წელს მარსელოს საგოლე გადაცემებით იხეირეს: ბენზემა (2), ლუკას ვასკესი, კაზემირო, მარკო ასენსიო, ხამეს როდრიგესი და ალვარო მორატა (1).

ლა ლიგაში მადრიდელებმა ყველაზე მეტი გოლი მარსელოს გადაცემებით გაიტანეს - 8.

ბრაზილიელმა ჩემპიონთა ლიგაზე 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, ესპანეთის სუპერთასზე კი 1.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.