რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
» » კლუბმა დანი გომესი დასაჯა

კლუბმა დანი გომესი დასაჯა

3-01-2018, 21:14
ავტორი: ZZ
ნახვა: 766
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
კლუბმა დანი გომესი დასაჯა
"კასტილიას" საუკეთესო ბომბარდირი დანი გომესი გუნდის უახლოეს მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, თუ მადრიდელებთან ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს. ასეთ გადაწყვეტილებამდე მივიდა "რეალის" ხელმძღვანელობა მას შემდეგ, რაც გომესმა კონტრაქტი არ გაახანგრძლივა...

გაზეთ Marca-ს ინფორმაციით, გომესის წარმომადგენლებსა და "რეალის" ხელმძღვანელობას შორის რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, მაგრამ მხარეები მაინც ვერ შეთანხმდნენ. ამიტომ, "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ფეხბურთელი დაეჯარიმებინა, რათა ახალი კონტრაქტის გაფორმების პროცესი დაეჩქარებინა.

დანი გომესი დღევანდელი "კასტილიის" ერთ-ერთი მთავარი მარგალიტია. ახალგაზრდა ფორვარდმა "ხუვენილ A"-ში 2016/17 წლების სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა და ყველა ტურნირის ჩათვლით 32 გოლს მოუყარა თავი. შედეგად, ზინედინ ზიდანმა გომესი ამერიკულ ტურნეში წაიყვანა. დანიმ მოსამზადებელი ეტაპის დროს თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა.

ფორვარდისთვის 2017/18 წლების სეზონის დასაწყისი ნამდვილად ისტორიული გამოდგა. ასეთი წარმატებული სტარტი არც მორატას, არც ხოსელუს და არც მარიანო დიასს არ ჰქონია. გომესმა სეგუნდა B-ს საწყის 3 ტურში 3 გოლი გაიტანა. დანი ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა. მან 6-დან 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ "ტოტენჰემთან" ჩატარებული საპასუხო შეხვედრა გამოტოვა. გომესმა მეტოქეთა კარში 7 გოლი გაიტანა. ის ბომბარდირთა დავაში "კრასნოდარის" ფორვარდ ივან იგნატიევს (10 გოლი) ჩამორჩება, რომელსაც "ხუვენილ A" პლეი-ოფის პირველ რაუნდში დაუპირისპირდება.

დანი გომესს ყველა საჭირო თვისება გააჩნია, რასაც კარგი ფორვარდი უნდა ფლობდეს. ის საჯარიმოში ძალიან სახიფათოა, ძლიერი და ზუსტი დარტყმა აქვს და იშვიათად ცდება. მისი გადაბირების სურვილი ბევრს გუნდს აქვს.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.