MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ზიზუ - 2 წელიწადი "რეალის" მთავარი მწვრთნელის რანგში

კატეგორია: სიახლეები, ოფიციალური თარიღი: 4-01-2018, 21:52
ზიზუ - 2 წელიწადი "რეალის" მთავარი მწვრთნელის რანგში

2016 წლის 4 იანვარს ზინედინ ზიდანი მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის რანგში იქნა წარდგენილი, ხოლო ორი წლის შემდეგ ის "სამეფო კლუბის" ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელების სიაშია...

ფრანგმა სპეციალისტმა თავის პოსტზე ბრწყინვალე შედეგებს მიაღწია. მან გასული წლის დეკემბერში მადრიდულ გრანდთან ერთად მერვე ტიტული მოიგო. "რეალს" ზიდანთან ერთად ტრიუმფალური პერიოდი აქვს. გუნდმა 2 ჩემპიონთა ლიგა, 2 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, 2 ევროპის სუპერთასი, 1 ლა ლიგა და 1 ესპანეთის სუპერთასი მოიგო.

ცალკე ყურადღებას ზიდანის მიერ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მიღწეული წარმატებები იმსახურებს. ზიზუსთვის უნდესიმა "რეალის" მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი დიდი გამარჯვება იყო. მან ეს ტრიუმფი გასულ წელსაც გაიმეორა, როცა მადრიდულ გრანდს კარდიფში დუოდესიმა მოაგებინა. "რეალი" ზიდანთან ერთად პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ ორჯერ მოიგო.

გარდა იმისა, რომ ზინედინი დიდი ფეხბურთელი იყო, მწვრთნელობის დროსაც შეძლო სახელის მოხვეჭა. "რეალს" მისი ხელმძღვანელობით ისტორიაში ყველაზე წარმატებული წელი ჰქონდა. გუნდმა 2017 წელს ხუთი ტიტული მოიგო: ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა, ევროპის სუპერთასი, ესპანეთის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.

ზიზუმ "რეალის" მწვრთნელის რანგში სადებიუტო შეხვედრა 2016 წლის იანვარში "დეპორტივოსთან" (5:0) ჩაატარა. მას შემდეგ გუნდმა 84 მატჩი (72%) მოიგო, 21 ფრედ დაასრულა და 11 წააგო. 306 გოლი გაიტანა და 117 გაუშვა.

"რეალმა" გოლი ზედიზედ 70-ე შეხვედრაში გაიტანა

ეს დიდებული სერია 2016 წლის 30 აპრილს, "ანოეტაზე" დაიწყო....

ზიდანი დელ ბოსკეს გაუთანაბრდა

ესპანეთის სუპერთასის მოგებამ, ზინედინ ზიდანი მადრიდის "რეალის" სხვა ლეგენდარულ მწვრთნელს გაუტოლა....

გარეთ ბეილი იუბილარია

უელსელმა "რეალთან" ერთად უკვე 9 ტიტული მოიგო და 67 გოლი გაიტანა......

ზინედინ ზიდანი იუბილარია

მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი იუბილარია......

რამოსის მე-100 მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე

ანდალუსიელმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 59 მატჩი მოიგო და 10 გოლი გაიტანა......

პეპეს 34 წელი შეუსრულდა

მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი მცველი იუბილარია......

ზიდანი "რეალთან" ერთად ისტორიის შექმნას აგრძელებს

ფრანგი პირველი მადრიდისტაა, რომელმაც ევროპის სუპერთასი ფეხბურთელის და მწვრთნელის რანგში მოიგო......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

31.03.2019 23:45


2 - 0

16.03.2019 19:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 27 69 26 63
2 ატლეტიკო 28 39 19 56
3 რეალი 28 49 32 54
4 ხეტაფე 27 36 24 45
5 ალავესი 28 31 31 44
6 სევილია 27 46 36 40




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.