რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
» » Onda Cero: კეპას ტრანსფერი შესაძლოა ზაფხულამდე გადაიდოს

Onda Cero: კეპას ტრანსფერი შესაძლოა ზაფხულამდე გადაიდოს

9-01-2018, 13:52
ავტორი: ZZ
ნახვა: 278
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
Onda Cero: კეპას ტრანსფერი შესაძლოა ზაფხულამდე გადაიდოს
ბილბაოს "ატლეტიკის" გოლკიპერი კეპა არიზაბალაგა მადრიდის "რეალში" მინიმუმ ზაფხულამდე ვერ გადაბარგდება...

Onda Cero-ს ინფორმაციით, გოლკიპერმა "რეალისთვის" სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა, რომელმაც გამოავლინა, რომ მას მარჯვენა ფეხის დაზიანება აქვს. არიზაბალაგა ტრავმის გამო 3 თვეს გამოტოვებს, რის გამოც მისი მადრიდულ გრანდში ტრანსფერი დიდი ალბათობით ზაფხულამდე გადაიდება.

23 წლის კეპა ოპერაციაზე უარს ამბობს. ის მიიჩნევს, რომ კონსერვატიული მკურნალობა მას მინდორზე ადრე დაბრუნებაში დაეხმარება. ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ხულენ ლოპეტეგიმ არიზაბალაგა გააფრთხილა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გასამგზავრებლად რეგულარული სათამაშო პრაქტიკაა საჭირო.

"რეალს" კეპას სანაცვლოდ 20 მლნ. ევრო უნდა გადაეხადა. თუმცა, მიღებულმა ტრავმამ და ზიდანის სიტყვებმა იმის შესახებ, რომ ახლა მას ახალი გოლკიპერი არ სჭირდება, ტრანსფერი მინიმუმ ზაფხულამდე გადადო.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.