რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
» » ბუტრაგენიო: "იანვარში ტრანსფერები არ იქნება"

ბუტრაგენიო: "იანვარში ტრანსფერები არ იქნება"

11-01-2018, 20:37
ავტორი: ZZ
ნახვა: 313
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
ბუტრაგენიო: "იანვარში ტრანსფერები არ იქნება"
მადრიდის "რეალის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ემილიო ბუტრაგენიომ პრესასთან საუბარში დაადასტურა, რომ გუნდი ამ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში არავის დაიმატებს...

"კარგი გუნდი გვყავს, რომელმაც ამ სეზონში 3 ტიტული მოიგო. ამიტომ, იანვარში ტრანსფერები არ იქნება. ის, რაც ახლა ხდება, ნორმალურია. მთავარია, სიმშვიდე შევინარჩუნოთ და მუშაობა გავაგრძელოთ, შემდეგ კი შედეგებიც იქნება".

"როგორც ზიდანმა თქვა, მთავარი რამ ბოლოს ხდება. ახლა ყველანი უნდა გავერთიანდეთ და მოახლოვებულ მატჩზე მოვახდინოთ კონცენტრაცია. "ვილიარეალის" სახით სერიოზული მეტოქე დაგვიპირისპირდება. შაბათს რთული მატჩი გველოდება".

"სამეფო თასის მეოთხედფინალში ნებისმიერი მეტოქე რთულია. ამ ტურნირზე სუსტი გუნდები არ არიან".
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.