რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
» » ლუკასი: "ვერ გავიმარჯვეთ, მაგრამ მეოთხედფინალში გავედით"

ლუკასი: "ვერ გავიმარჯვეთ, მაგრამ მეოთხედფინალში გავედით"

11-01-2018, 22:10
ავტორი: ZZ
ნახვა: 126
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
ლუკასი: "ვერ გავიმარჯვეთ, მაგრამ მეოთხედფინალში გავედით"
ლუკას ვასკესმა, ხესუს ვალიეხომ და მარკოს ლიორენტემ "ნუმანსიასთან" (2:2) მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს...

ლუკასი

"საკუთარი შედეგით კმაყოფილი ვარ. გუნდს დავეხმარე და ორი გოლი გავიტანე, მაგრამ მთლიანად გახარებული არ ვარ, რადგან ამ მატჩში ვერ გავიმარჯვეთ".

"დღეს მომდევნო ეტაპზე გასვლა მნიშვნელოვანი იყო. მართალია, ვერ გავიმარჯვეთ, მაგრამ მეოთხედფინალში გავედით".

"ძალიან მიხარია, რომ საკუთარი პუბლიკის წინაშე დუბლი შევასრულე. ბოლოს ასეთი რამ ახალგაზრდულ გუნდში მოვახერხე".


ხესუს ვალიეხო

"ყოველ მატჩში ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. ალბათ, დღეს სწორედ ეს გვაკლდა. ორივე ტაიმი კარგად დავიწყეთ, მაგრამ სტაბილურობა გვაკლდა".

"დარწმუნებული ვარ, თამაშს გავაუმჯობესებთ. სამუშაო ნამდვილად გვაქვს და თუ ამას მეტი მონდომებით მოვეკიდებით, ყველაფერი შესაძლებელია".

"ჩვენ ყოველთვის გვჭირდება იმის დამტკიცება, რომ მადრიდის "რეალში" თამაშს ვიმსახურებთ".

"ჩვენ ყველა ტიტულისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ. თუმცა, თამაში აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ".


მარკოს ლიორენტე

"ამ ნეგატიურ დინამიკას აუცილებლად შევცვლით, რადგან გუნდში უმაღლესი დონის ფეხბურთელები გვყავს. ვერ ვხვდებით, რატომ ვერ ვაღწევთ კარგ შედეგებს".

"ზიდანს ჩვენი სჯერა, ჩვენ კი მისი. ერთ მუშტად შეკრულები ვართ და ამგვარად, ყველანაირ სირთულეს გადავლახავთ".
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.