რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
» » აზარი: "კონტრაქტს კურტუას შემდეგ გავახანგრძლივებ"

აზარი: "კონტრაქტს კურტუას შემდეგ გავახანგრძლივებ"

12-01-2018, 23:44
ავტორი: ZZ
ნახვა: 407
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
აზარი: "კონტრაქტს კურტუას შემდეგ გავახანგრძლივებ"
ედენ აზარმა, რომელსაც მადრიდის "რეალს" უკავშირებენ, განაცხადა, რომ ლონდონის "ჩელსისთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს, მაგრამ ამას მხოლოდ ტიბო კურტუას შემდეგ გააკეთებს...

ეს განცხადება ბელგიელმა ლონდონში, "ფილადელფია" - "ბოსტონის" მატჩის დროს გააკეთა:

"ვთვლი, რომ პირველად კონტრაქტი ტიბომ უნდა გაახანგრძლივოს, შემდეგ კი ამას მე გავაკეთებ".

ამის შემდეგ, აზარმა "ჩელსის" გულშემატკივართან ფოტო გადაიღო, რომელმაც სთხოვა, რომ ლონდონური კლუბი არ დატოვოს. ედენმა უპასუხა, რომ "სტემფორდ ბრიჯს" არ დატოვებს.

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, "ჩელსი" აზარსაც და კურტუასაც ხელფასის საგრძნობლად გაზრდას პირდება, რათა მათ ესპანეთში გადაბარგება გადააფიქრებინოს. აღსანიშნავია, რომ ლონდონელებმა კურტუას კვირაში 200 000 ფუნტი შესთავაზეს.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.