რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
» » "რეალი" ზაფხულში ბენზემას გაყიდვას გეგმავს

"რეალი" ზაფხულში ბენზემას გაყიდვას გეგმავს

13-01-2018, 00:33
ავტორი: ZZ
ნახვა: 265
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
"რეალი" ზაფხულში ბენზემას გაყიდვას გეგმავს
გაზეთ Marca-ს ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა ედუარდო ინდამ პროგრამა El Chiringuito-სთან საუბარში განაცხადა, რომ მადრიდის "რეალი" ზაფხულში ქარიმ ბენზემას გაყიდვას და შემადგენლობის საგრძნობლად გაძლიერებას გეგმავს...

იკარდის ტრანსფერი

"კლასიკომდე" და მისი დასრულების შემდეგ ზოგიერთმა ფეხბურთელმა ხელმძღვანელობას შეტევის გაძლიერება სთხოვა. ზიდანმა თქვა, რომ მისთვის "ცხრიანი" ქარიმ ბენზემაა და თუ გუნდში იკარდი გადმობარგდება, თადარიგის ფეხბურთელი იქნება. თუმცა, რეალობა ისაა, რომ მადრიდელები ზაფხულში ბენზემას გაყიდვას გეგმავენ. ეს მაინც მოხდება, განურჩევლად იმისა, იქნება თუ არა ზიზუ კლუბის მთავარი მწვრთნელი".

ზაფხულის სამიზნეები

"რეალი" კეინისა და აზარის შესაძენად ძალებს არ დაიშურებს. კურტუას და გრიზმანის ტრანსფერებიც არაა გამორიცხული. ეს კლუბისთვის გრანდიოზული ზაფხული იქნება".

რონალდუსთან კონტრაქტის გახანგრძლივება

"სავარაუდოდ, ეს სეზონის ბოლოს მოხდება, თუ კლუბი "პსჟ"-ს ბარიერს გადალახავს და ჩემპიონთა ლიგას ისევ მოიგებს".
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.