რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
» » "რეალს" სალაჰის შესაძენად დიდძალი თანხის დახარჯვა მოუწევს

"რეალს" სალაჰის შესაძენად დიდძალი თანხის დახარჯვა მოუწევს

13-01-2018, 00:38
ავტორი: ZZ
ნახვა: 317
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
"რეალს" სალაჰის შესაძენად დიდძალი თანხის დახარჯვა მოუწევს
"ლივერპულმა" შესაძლოა მოჰამედ სალაჰის მადრიდის "რეალში" გაყიდვით დიდი მოგება ნახოს...

ადრე იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ განაცხადა, რომ "რეალისთვის" ზაფხულის ერთ-ერთი სამიზნე "ლივერპულის" ეგვიპტელი შემტევი იქნება.

ახლა კი ავტორიტეტულმა პორტალმა Transfermarkt-მა ის თანხა დაასახელა, რისი გადახდაც მადრიდელებს "მერსისაიდელებისთვის" მოუწევთ. გამოცემის ინფორმაციით, "რეალს" ეს სიამოვნება მინიმუმ 80 მლნ. ფუნტი დაუჯდება.

ამასთან ერთად, "ბლანკოსი" სალაჰის შეძენას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ვერ მოახერხებს და ეს ხმაურიანი გარიგება ზაფხულისთვის გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ "ლივერპულმა" გასულ ზაფხულს "რომას" ეგვიპტელის სანაცვლოდ 42 მლნ. ევრო გადაუხადა.

წლევანდელ სეზონში სალაჰმა ყველა ტურნირის ჩათვლით 29 მატჩში 23 გოლი გაიტანა.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.