რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
» » ზიდანი: "გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაფერი გავაკეთეთ"

ზიდანი: "გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაფერი გავაკეთეთ"

13-01-2018, 22:36
ავტორი: ZZ
ნახვა: 505
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
ზიდანი: "გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაფერი გავაკეთეთ"
ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის მე-19 ტურში "ვილიარეალთან" (0:1) განცდილი მარცხის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...

"პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ როცა საბოლოო ჯამში გოლის გატანა არ გამოგდის, სირთულეები ჩნდება. ასეთი შედეგი არ დაგვიმსახურებია. ვფიქრობ, კარგი მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ და ამან ყველაფერი გაართულა".

"ბურთს კარში შესვლა არ სურდა. როცა მომენტები გაქვს, ისინი უნდა გამოიყენო. ბოლო მატჩებში ასეთი რამ ხშირად გვემართება. მომენტები გვაქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში... ეს არ დაგვიმსახურებია".

"სიტუაცია უარესდება. დღეს დავმარცხდით, მაგრამ ხელი არ უნდა ჩავიქნიოთ და მუშაობა გავაგრძელოთ. მიუხედავად ამ ყველანაირი ნეგატივისა, ჩვენ პოზიტივამდე მისვლას ვგეგმავთ".

"გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაფერი გავაკეთეთ, ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ ბურთს კარში შესვლა არ სურდა. ამას ახსნას ვერ ვუძებნი. რთული სერია გვაქვს. ჩემი ფეხბურთელები თავს ცუდად გრძნობენ და მათ ვერ დავადანაშაულებ".
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.