ფლორენტინო პერესი ნეიმარის შესაძენად ყველაფერს გააკეთებს
El Larguero-ს ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ნეიმარი შეიძინოს...
ბრაზილიელი ვარსკვლავი ფლორენტინო პერესის მთავარი სამიზნეა და "რეალის" პრეზიდენტი მზადაა მის ტრანსფერში კრიშტიანუ რონალდუც ჩართოს. მადრიდული გრანდი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებას დაელოდება და ნეიმარის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს ამის შემდეგ წამოიწყებს.
7 იანვარს, "ოქროს ბურთის" დაჯილდოვების ცერემონიის დასრულების შემდეგ, ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ ნეიმარს "რეალში" "ოქროს ბურთის" მოგების მეტი შანსი ექნებოდა. გარდა ამისა, მადრიდელთა პრეზიდენტი არც მალავს, რომ ბრაზილიელის შეძენა ჯერ კიდევ მაშინ სურდა, სანამ ის "ბარსელონას" შეუერთდებოდა.
ამავდროულად, "პსჟ"-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ჰელაიფიმ წინა კვირაში განაცხადა, რომ ნეიმარის "რეალში" ტრანსფერი გამორიცხულია. შეგახსენებთ, რომ პარიზელებმა ბრაზილიელი გასულ ზაფხულს "ბარსელონადან" რეკორდული 222 მლნ. ევროს სანაცვლოდ შეიძინეს.
თუმცა, ნეიმარისთვის პარიზულ კლუბში პირველი თვეები საკმაოდ რთული გამოდგა. ჯერ იყო და ბრაზილიელი თანაგუნდელ ედინსონ კავანის დაუპირისპირდა იმის გამო, თუ ვის უნდა შეესრულებინა პენალტი. გარდა ამისა, მას ურთიერთობა პრესასთანაც გაუფუჭდა. ნეიმარმა ჟურნალისტები დაადანაშაულა იმაში, რომ მისი პერსონის ირგვლივ დიდ ხმაურს ქმნიდნენ.
მიუხედავად ამისა, ნეიმარს სეზონის დასაწყისში კარგი სტატისტიკა აქვს: მან 22 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა. მან კავანისა და მბაპესთან ერთად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მრისხანე ტრიო შექმნა. 14 თებერვალს და 6 მარტს ნეიმარი "პსჟ"-სთან ერთად "რეალს" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში დაუპირისპირდება.
გაზეთ Marca-ს ინფორმაციით, მადრიდის "რეალს" ამ ზაფხულს "პსჟ"-დან ნეიმარის შეძენა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი......
"სამეფო კლუბმა" ფრანგული ბარიერი აუცილებლად უნდა გადალახოს......
"პსჟ"-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ჰელაიფიმ ნეიმარ ჟუნიორის მადრიდის "რეალში" შესაძლო გადაბარგებაზე კომენტარი გააკეთა......
ესპანელმა ჟურნალისტმა ედუ აგირემ განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუს კლუბის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა გაუფუჭდა......
მადრიდის "რეალი" ზაფხულში კატალონიის "ბარსელონას" ვარსკვლავ ნეიმარის გადაბირებას გეგმავს......
Marca-ს ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი მზადაა "ბარსელონას" ნეიმარის სანაცვლოდ 190 მლნ. ევრო გადაუხადოს......
მადრიდის "რეალი" კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელი ვარსკვლავის გადაბირებას შეეცდება......
გაზეთ AS-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "მანჩესტერ სიტის" ფორვარდ სერხიო აგუეროს შესაძენად ყველაფერს გააკეთებს......
×
ინფორმაცია
ჯგუფ
სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.