რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » მარიანო: "რეალი" "პსჟ"-სთან მატჩებში ფავორიტია"

მარიანო: "რეალი" "პსჟ"-სთან მატჩებში ფავორიტია"

16-01-2018, 20:05
ავტორი: ZZ
ნახვა: 548
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
მარიანო: "რეალი" "პსჟ"-სთან მატჩებში ფავორიტია"
მადრიდის "რეალის" ექს-ფორვარდი მარიანო დიასი, რომელიც ამჟამად "ლიონის" ღირსებას იცავს, მიიჩნევს, რომ "რეალს" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლის მეტი შანსი აქვს, ვიდრე "პსჟ"-ს...

მიუხედავად იმისა, რომ მადრიდელები წლევანდელ სეზონში ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურებიან და ლა ლიგაში მეოთხე პოზიციას იკავებენ, მარიანო თვლის, რომ "სამეფო კლუბი" პარიზელებთან დაპირისპირებაში ფავორიტია.

"ეს ძალიან საინტერესო მატჩი იქნება, სადაც ბევრ ლამაზ მომენტს ვიხილავთ".

"ჩემი აზრით, ამ წყვილში ფავორიტი "რეალია". მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ზაფხულში რამდენიმე ძალიან კარგმა ფეხბურთელმა დატოვა, "რეალს" მაინც ძლიერი შემადგენლობა ჰყავს".

"სეზონი გრძელია და წინ კიდევ ბევრი მატჩია იმისათვის, რომ ყველაფერი შეიცვალოს"
- განაცხადა მარიანომ.

აღსანიშნავია, რომ მარიანომ "ლიონში" გადაბარგებისთანავე წარმატებას მიაღწია. მან საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 19 მატჩში 13 გოლი გაიტანა.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.