MADRIDISTA.GE

Real Madrid News

სამი მიზეზი, რის გამოც ზიდანი ზამთრის ტრანსფერებზე უარს ამბობს

კატეგორია: სიახლეები, ტრანსფერები, ბლოგი თარიღი: 18-01-2018, 15:52
სამი მიზეზი, რის გამოც ზიდანი ზამთრის ტრანსფერებზე უარს ამბობს

ამ დროისათვის "რეალს" ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი აქვს. გულშემატკივრები შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ტრანსფერებს ითხოვენ, მაგრამ ზინედინ ზიდანი სხვა აზრზეა. ის ახალ ფეხბურთელებზე უარს ამბობს...

გთავაზობთ სამ მიზეზს, რის გამოც ფრანგი სპეციალისტი ამ პოლიტიკას მიმართავს.

შემადგენლობისადმი რწმენა

სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ზიდანს ახალი ფეხბურთელები არ სურს. აღსანიშნავია, რომ ზიზუს ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ჯერ არავინ დაუმატებია. ის თავის შემადგენლობას სრულ ნდობას უცხადებს და სჯერა, რომ გუნდი სეზონის მიწურულს ფორმის პიკზე იქნება.

გუნდში ბალანსის შენარჩუნება

შემადგენლობაში ახალი ვარსკვლავის გამოჩენამ შესაძლოა გასახდელში შექმნილ სიტუაციაზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს. ზიდანმა თავისი რეპუტაციის წყალობით გუნდში იდეალური ატმოსფერო შექმნა. მან გასულ სეზონში დაამტკიცა, რომ ყველა დავა და უარყოფითი ფაქტორი წარსულს ჩაბარდა, ხოლო გუნდი ოჯახია. ამიტომ, ფრანგი რაიმე კონფლიქტის წარმოქმნას ძალიან უფრთხის.

დროის სიმცირე ადაპტაციისთვის

ახლა მადრიდელებს კარგი შედეგები სჭირდებათ. გუნდი ლა ლიგაში ლიდერს 19 ქულით ჩამორჩება, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "პსჟ"-ს დაუპირისპირდება, ხოლო სამეფო თასის მეოთხედფინალში მეტოქედ "ლეგანესი" ჰყავს. "რეალის" ახალ ვარსკვლავს ადაპტაციისთვის დრო უბრალოდ არ ექნება. დიდი ალბათობით, მადრიდელები მეგა-ტრანსფერებს ზაფხულში შემოგვთავაზებენ.

ბუტრაგენიო: "იანვარში ტრანსფერები არ იქნება"

მადრიდის "რეალის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ემილიო ბუტრაგენიომ პრესასთან საუბარში დაადასტურა, რომ გუნდი ამ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში არავის დაიმატებს......

"რეალი" იანვარში მხოლოდ მეკარეს შეიძენს

მადრიდული გრანდი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დიდძალი თანხის დახარჯვას არ აპირებს......

ზიდანი ზამთარში ტრანსფერების განხორციელებაზე უარს ამბობს

მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ცენტრფორვარდის პოზიციის გაძლიერებას არ აპირებს. ზინედინ ზიდანი მიიჩნევს, რომ ტრანსფერებმა შესაძლოა გუნდში შიდა ბალანსი დაარღვიოს. "რეალი" გაძლიერებაზე მხოლოდ...

ხუთი პრობლემა, რომელიც ზიდანმა უნდა მოაგვაროს

შეძლებს ფრანგი სპეციალისტი სიტუაციის გამოსწორებას?...

7 მიზეზი, რის გამოც რონალდუ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

კრიშტიანუ რონალდუ 2015/16 წლების სეზონის შედეგებით, ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. გთავაზობთ 7 მიზეზს, რაც UEFA-ს ამ გადაწყვეტილებას სრულად ამართლებს......

ზიდანი მორატას სრულ ნდობას უცხადებს

მადრიდის "რეალის" ფრანგი თავკაცი ესპანელ ფორვარდს სრულ ნდობას უცხადებს…...

ნაჩო ხელმძღვანელობასთან თავის მომავალზე ისაუბრებს

დიდი ალბათობით, ესპანელი მცველი ახალ სეზონს სხვა გუნდის შემადგენლობაში დაიწყებს......

Jugones: ზიდანი მომდევნო სეზონშიც "რეალის" მწვრთნელი იქნება

მადრიდის "რეალის" მომავალი სეზონისთვის ზინედინ ზიდანი მოამზადებს......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.11.2018 16:00


2 - 4

11.11.2018 23:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 12 34 18 24
2 სევილია 12 24 14 23
3 ატლეტიკო 12 16 8 23
4 ალავესი 12 17 12 23/td>
5 ალავესი 12 16 10 21
6 რეალი 12 20 16 20




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.