რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » მარკო ასენსიო იუბილარია

მარკო ასენსიო იუბილარია

21-01-2018, 16:17
ავტორი: ZZ
ნახვა: 362
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
მარკო ასენსიო იუბილარია
დღეს, მადრიდის "რეალის" ესპანელ ნახევარმცველ მარკო ასენსიოს იუბილე აქვს. მას 22 წელი შეუსრულდა...

მარკო 1996 წლის 21 იანვარს პალმა-დე-მაიორკაზე (ესპანეთი) დაიბადა და "რეალში" მეორე სეზონს ატარებს. ასენსიომ ამ დროის განმავლობაში 67 მატჩში მიიღო მონაწილეობა და აქტივში 18 გოლი ჩაიწერა. გარდა ამისა, მარკომ გუნდთან ერთად 1 ჩემპიონთა ლიგა, 2 ევროპის სუპერთასი, 2 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, 1 ლა ლიგა და 1 ესპანეთის სუპერთასი მოიგო.

ასენსიომ "რეალის" მაისურით სადებიუტო მატჩი 2016 წლის ევროპის სუპერთასზე ჩაატარა და დებიუტი გოლით აღნიშნა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ესპანელმა ფეხბურთელმა ლა ლიგის, ჩემპიონთა ლიგის და სამეფო თასის სადებიუტო მატჩებშიც შეძლო გოლის გატანა. ასევე, ასენსიომ ესპანეთის ნაკრების მაისური უკვე 8-ჯერ მოირგო.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.