MADRIDISTA.GE

Real Madrid News

აზარი: "მამაჩემი ზოგჯერ სისულელეებს ამბობს"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ თარიღი: 23-01-2018, 00:21
აზარი: "მამაჩემი ზოგჯერ სისულელეებს ამბობს"

ლონდონის "ჩელსის" შემტევმა ედენ აზარმა თავისი მამის განცხადებას კომენტარი გაუკეთა...

რამდენიმე ხნის წინ ტიერი აზარმა განაცხადა, რომ ედენი "ჩელსისთან" კონტრაქტს იმისათვის არ ახანგრძლივებს, რომ ზაფხულში მადრიდის "რეალში" გადაბარგების შანსი ჰქონდეს.

"მამაჩემი ზოგჯერ სისულელეებს ამბობს. მას ამ სიტუაციის შესახებ ვესაუბრე. პრობლემები აღმოფხვრილია. მთლიანად "ჩელსიში" ასპარეზობაზე ვარ კონცენტრირებული".

"კლუბთან კიდევ ორწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს. ლონდონში ყველაფერი მაკმაყოფილებს. უკვე 10-ჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამ სეზონის ჩამთავრება მსურს, შემდეგ კი მომავლის შესახებ გადაწყვეტილებას მივიღებ. თუმცა, "ჩელსიში" ყველაფრით კმაყოფილი ვარ"
- განაცხადა ედენ აზარმა.

აზარი: "კონტრაქტს კურტუას შემდეგ გავახანგრძლივებ"

ედენ აზარმა, რომელსაც მადრიდის "რეალს" უკავშირებენ, განაცხადა, რომ ლონდონის "ჩელსისთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს, მაგრამ ამას მხოლოდ ტიბო კურტუას შემდეგ გააკეთებს......

135 მლნ. ევრო ედენ აზარის სანაცვლოდ

მადრიდის "რეალმა" ლონდონის "ჩელსის" შემტევ ედენ აზარის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო......

აზარის მამა: "ჩემი შვილი "რეალისგან" შემოთავაზებას ელოდება"

ლონდონის "ჩელსის" შემტევ ედენ აზარის მამამ ტიერი აზარმა, ბელგიურ ტელეარხთან ინტერვიუში ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც თავისი ვაჟი ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს......

აზარმა ზიდანს ამცნო, რომ "ჩელსის" არ დატოვებს

ლონდონის "ჩელსის" შემტევი ნახევარმცველი ედენ აზარი ამჟამინდელი კლუბის დატოვებას და "რეალში" გადაბარგებას არ გეგმავს......

Marca: ზიდანმა არჩევანი აზარზე შეაჩერა

მადრიდის "რეალი" ლონდონის "ჩელსის" ბელგიელი ნახევარმცველის ედენ აზარისადმი ინტერესს ინარჩუნებს......

კოშტა: "ეშმაკმაც დალახვროს! თუ "რეალი" აზარს და კურტუას შეიძენს... საწყალი "ჩელსი"

ლონდონის "ჩელსის" ფორვარდმა დიეგო კოშტამ ედენ აზარის "რეალში" შესაძლო გადაბარგებაზე ისაუბრა......

აზარმა "პსჟ" უარით გაისტუმრა და "რეალის" წინადადებას ელოდება

ინგლისური გამოცემა Daily Mail-ის ინფორმაციით, ბელგიის ნაკრებისა და ლონდონის "ჩელსის" ვარსკვლავმა, ედენ აზარმა, ფრანგული "პსჟ" უარით გაისტუმრა, რადგან მადრიდის "რეალში" გადაბარგების და ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით თამაშის იმედი...

მოურინიოს "ჩელსიში" დარჩენის შემთხვევაში, აზარი "რეალში" გადაბარგდება

Daily Mail-ის ინფორმაციით, ედენ აზარის ლონდონის "ჩელსიდან" მადრიდის "რეალში" გადაბარგების შანსი იმ შემთხვევაში გაიზრდება, თუ ჟოზე მოურინიო "სტემფორდ ბრიჯზე" დარჩება......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.11.2018 16:00


2 - 4

11.11.2018 23:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 12 34 18 24
2 სევილია 12 24 14 23
3 ატლეტიკო 12 16 8 23
4 ალავესი 12 17 12 23/td>
5 ალავესი 12 16 10 21
6 რეალი 12 20 16 20




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.