რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » ფრანგი საფეხბურთო ექსპერტი: "ნეიმარი 100%-ით "რეალში" ითამაშებს"

ფრანგი საფეხბურთო ექსპერტი: "ნეიმარი 100%-ით "რეალში" ითამაშებს"

23-01-2018, 23:59
ავტორი: ZZ
ნახვა: 1118
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
ფრანგი საფეხბურთო ექსპერტი: "ნეიმარი 100%-ით "რეალში" ითამაშებს"
გასულ ზაფხულს ნეიმარი "ბარსელონადან" "პსჟ"-ში რეკორდული 222 მლნ. ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა. თუმცა, ფრანგი საფეხბურთო ექსპერტი ჟულიენ ლოურენსი მიიჩნევს, რომ ბრაზილიელი პარიზულ კლუბში დიდხანს არ გაჩერდება და "რეალში" გადაბარგდება...

ლოურენსმა ეს განცხადება BBC-სთან საუბარში გააკეთა: "არამგონია ნეიმარი "რეალში" ამ ზაფხულს გადაბარგდეს. ეს უფრო მომავალ ზაფხულს მოხდება".

"ეჭვიც არ მეპარება, რომ ბრაზილიელი 100%-ით "რეალში" ითამაშებს".

"გარდა ამისა, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ნეიმართან ერთად მბაპეც "რეალის" ფეხბურთელი გახდება. ამის გარანტიას გაძლევთ".

"ვფიქრობ, ნეიმარისთვის საუკეთესო კლუბი და ადგილი სწორედ "რეალი" იქნება".
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.