Sport Bild: "ბაიერნი" ბეილის შეძენით დაინტერესდა » MADRIDISTA.GE - მადრიდის "რეალი"
რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » Sport Bild: "ბაიერნი" ბეილის შეძენით დაინტერესდა

Sport Bild: "ბაიერნი" ბეილის შეძენით დაინტერესდა

24-01-2018, 20:06
ავტორი: ZZ
ნახვა: 320
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
Sport Bild: "ბაიერნი" ბეილის შეძენით დაინტერესდა
მიუნხენის "ბაიერნი" მადრიდის "რეალის" უელსელი ვინგერის შეძენით დაინტერესდა...

გარეტ ბეილმა წლევანდელ სეზონში ბევრი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. თუმცა, გამოჯანმრთელდა და ბოლო მატჩებში ბრწყინვალედ ასპარეზობს.

Sport Bild-ის ინფორმაციით, გარეტის გადაბირებით "ბაიერნი" დაინტერესდა. მიუნხენელები მზად არიან მადრიდელებს წინადადებით მიმართონ, მაგრამ იმ თანხას ვერ გადაიხდიან, რასაც "რეალი" ითხოვს.

"სამეფო კლუბს" ბეილის სანაცვლოდ 200 მლნ. ევროს მიღება სურს, ხოლო "ბაიერნი" ამ თანხის გადასახდელად მზად არ არის. გარდა ამისა, გარეტის კონტრაქტში, რომელიც 2022 წელს იწურება, გამოსასყიდი თანხა 500 მლნ. ევროა.

წლევანდელ სეზონში ბეილმა ლა ლიგაში 9 მატჩი ჩაატარა, აქტივში კი 6 გოლი და 1 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.