MADRIDISTA.GE

Real Madrid News

იქნებ ზიდანი მართალიც იყო...

კატეგორია: სიახლეები, ბლოგი თარიღი: 24-01-2018, 23:04
იქნებ ზიდანი მართალიც იყო...

გაზეთ Marca-ს მთავარი რედაქტორი ხოსე ფელიქს დიასი, რომელიც "სამეფო კლუბის" დიდი გულშემატკივარია, "რეალისა" და "დეპორტივოს" განვლილ მატჩზე და ზინედინ ზიდანზე საუბრობს...

ზინედინ ზიდანი ელოდა. "რეალს" კრიტიკა ყველა მხრიდან უტევდა, მაგრამ ის თავის ფეხბურთელებს ყველანაირად იცავდა. ეს რამდენიმე თვე გრძელდებოდა. როგორც ჩანს, "დეპორტივოსთან" მატჩში ფრანგზე და "რეალზე" მუდმივ შეტევებს ბოლო მოეღო. ლა-კორუნიელებთან 7:1 გამარჯვებამ დაამტკიცა, რომ ზიზუ ტყუილად არ ითმენდა და უფრო მეტიც, ტყუილად არ ელოდა. რა თქმა უნდა, მადრიდელები კატალონიელებს ვერ დაეწევიან, მაგრამ გალისიელებთან დამაჯერებელმა გამარჯვებამ დაამტკიცა, რომ "რეალს" დარჩენილი ორი ტიტულისთვის ბრძოლა თავისუფლად შეუძლია, განსაკუთრებით კი იმის ფონზე, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელები მწყობრში არიან.

გარეტ ბეილი, რომელზეც ბევრი ცუდი იწერებოდა და რომელმაც სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა, ჩვეულ კონდიციებს იბრუნებს. მან "დეპორტივოსთან" მატჩში გატანილი ორი გოლით და საერთოდ თავისი თამაშით დაამტკიცა, რომ ყველაფერი ცუდი წარსულს ჩააბარა და მზადაა გუნდს დასახული მიზნების მიღწევაში დაეხმაროს. მთავარია, ის ჯანმრთელად იყოს. ზიდანი ზამთრის ტრანსფერებზე გამოთქმული აზრის გამო მკაცრად გააკრიტიკეს. ის მთელი იანვრის განმავლობაში მუდმივად გაიძახოდა, რომ ახალი ფეხბურთელები არ სჭირდებოდა. მისმა ასეთმა განცხადებებმა ბევრი გააღიზიანა. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ გუნდს საგოლე მომენტების გამოყენება უჭირდა, მაგრამ ზიზუ არ ნებდებოდა. თითქოს მან იგრძნო, რომ მართალი იყო. შაბათს "სანტიაგო ბერნაბეუმ" იხილა გუნდი, რომელმაც მეტოქე იოლად გაანადგურა...

იქნებ ზიდანი მართალიც იყო...


სეზონის პირველ ნახევარში მთავარი თემა მომენტების გამოუყენებლობა იყო. მთავარი ბომბარდირის კრიშტიანუ რონალდუს დაბალშედეგიანობა, რომელსაც ლა ლიგაში მხოლოდ 4 გოლი ჰქონდა გატანილი, პრობლემის შესანიშნავი ილუსტრაცია გამოდგა. როცა რონალდუს, ბეილის და მაიორალის თამაშს თვალი შევავლე, მივხვდი, რომ "რეალი" წარმატებას იბრუნებს, რომლითაც 2016/17 წლების სეზონში თავად ტკბებოდა. ვგრძნობდი, ზინედინ ზიდანმა იცოდა, რომ მის გუნდს ეს შეუძლია. შეუძლია ისე ითამაშოს, როგორც თავის ტრიუმფალურ სეზონში. უბრალოდ, ამისათვის შესაფერისი მომენტი იყო საჭირო, რათა სიტყვები "ახალი ფეხბურთელები არ გვჭირდება" დადასტურებულიყო.

იქნებ ზიდანი მართალიც იყო...


ვფიქრობ, მართალია ის ხალხი, ვინც ამბობს, რომ ბენზემა "რეალის" დონის აღარ არის და მის გარეშე გუნდი არაფერს კარგავს. მეორე მხრივ, ისინი, რომლებიც თვლიან, რომ ბენზემას ნაცვლად მაიორალის მინდორზე გაყვანა ცუდი ვარიანტია, ასევე მართლები არიან. ვფიქრობ, ბორხაც ცუდი ვარიანტია. განსაკუთრებით ზიდანის 4-3-3 სქემაში, რომელსაც ის "დეპორტივოსთან" მატჩში დაუბრუნდა. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ როცა ზიდანი ამბობს ფორვარდი არ მჭირდებაო, სრული სიმართლეა. არა? ვფიქრობ, მართალია. საქმე ორ ფორვარდში - რონალდუსა და ბეილშია. კრიშტიანუს სკამზე დატოვება არ შეიძლება. მან ეს ლა-კორუნიელებთანაც დაამტკიცა. როცა ბეილი ასეთ ფორმაშია, მისი სკამზე დატოვებაც სისულელეა, ხოლო ზიდანი სულელების რიცხვში არ შედის. ამ ორიდან თითოეული უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. კრიშტიანუ შეტევაში მთავარი ადრესატია, ხოლო გარეტს სიღრმეში თამაში შეუძლია და შეტევებსაც ჩინებულად აგვირგვინებს. გავრისკავ და ვიტყვი, რომ ასეთი დუეტის ფონზე მესამე ფორვარდი საჭირო არ არის. მაიორალი თამაშში ისეთივე სიხშირით ჩაერთო, როგორც ნავასი. ბენზემამ, რომელმაც ბოლო 25 წუთი ითამაშა, ამდენივე მოასწრო. ის თანაგუნდელებს პასებით ამარაგებდა, სიღრმეში იწევდა და კარგად მოქმედებდა. ამას გუნდისთვის სარგებელი მოაქვს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ქარიმის გარეშე არ გამოვიდოდა. არა, დარწმუნებული ვარ, გუნდს მოქნილი შემტევი ნახევარმცველი ესაჭიროება. ყველამ ვიცით, რომ ფლორენტინო პერესი მაღალი დონის ფორვარდის (იკარდი, კეინი, სალაჰი) შეძენას ცდილობს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამ "რეალს" სულ სხვა ვინმე სჭირდება და ასეთი შემადგენლობაში უკვე ჰყავს - მარკო ასენსიო. ისევ ზიდანის სიტყვებს ვიხსენებ და კითხვა მებადება - იქნებ ზიდანი მართალი იყო?

სამი მიზეზი, რის გამოც ზიდანი ზამთრის ტრანსფერებზე უარს ამბობს

ამ დროისათვის "რეალს" ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი აქვს. გულშემატკივრები შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ტრანსფერებს ითხოვენ, მაგრამ ზინედინ ზიდანი სხვა აზრზეა. ის ახალ ფეხბურთელებზე უარს ამბობს......

ზიდანი ზამთარში ტრანსფერების განხორციელებაზე უარს ამბობს

მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ცენტრფორვარდის პოზიციის გაძლიერებას არ აპირებს. ზინედინ ზიდანი მიიჩნევს, რომ ტრანსფერებმა შესაძლოა გუნდში შიდა ბალანსი დაარღვიოს. "რეალი" გაძლიერებაზე მხოლოდ...

ბეილი: "ჩემი უარყოფითი მხარე? საკმაოდ ზარმაცი ვარ"

გარეთ ბეილმა გამოცემა El Pais-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა......

ზიდანს ბორხა მაიორალის დაბრუნება სურს

ამ ზაფხულს მარიანო დიასი "რეალს" დატოვებს და კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს. ზინედინ ზიდანს დომინიკელი ფორვარდის შემცვლელად ბორხა მაიორალის დაბრუნება სურს, რომელმაც გასული სეზონი არენდით "ვოლფსბურგში" გაატარა. ზიზუ...

ზიდანი: "ფავორიტი არც "რეალია", არც "იუვენტუსი". ეს ფინალია, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს"

ზინედინ ზიდანმა ტურინის "იუვენტუსთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "ისკომ "ბაიერნთან" თამაში დაიმსახურა"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 32-ე ტურში ხიხონის "სპორტინგთან" (2:3) სტუმრად მოპოვებული გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "ორი ქულა დავკარგეთ, მაგრამ ბრძოლას ვაგრძელებთ"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის მეექვსე ტურში "ლას-პალმასთან" (2:2) ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

კამპო: "ბევრად მარტივია რაიმეში დაარწმუნო რონალდუ და ბეილი, როცა ზიდანი ხარ"

მადრიდის "რეალის" ექს-მცველმა, ივან კამპომ, ზინედინ ზიდანის "სამეფო კლუბის" მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ ისაუბრა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.11.2018 16:00


2 - 4

11.11.2018 23:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 12 34 18 24
2 სევილია 12 24 14 23
3 ატლეტიკო 12 16 8 23
4 ალავესი 12 17 12 23/td>
5 ალავესი 12 16 10 21
6 რეალი 12 20 16 20




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.