რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » AS: ზიდანმა ისკოს გაყიდვა გადაწყვიტა

AS: ზიდანმა ისკოს გაყიდვა გადაწყვიტა

7-02-2018, 21:02
ავტორი: ZZ
ნახვა: 1050
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
AS: ზიდანმა ისკოს გაყიდვა გადაწყვიტა
ზინედინ ზიდანი წლევანდელ სეზონში ისკოს მიერ ნაჩვენები თამაშით უკმაყოფილოა...

ეს ინფორმაცია პროგრამა El Chiringuito-ში ჟურნალისტმა ხოსეპ პედრეროლმა გაავრცელა, რომელიც "სამეფო კლუბის" შიდა სამზარეულოში კარგად ერკვევა.

სეზონის სტარტზე ზიდანმა ფსონი ისკოზე გააკეთა და მის გამო გუნდიდან ხამეს როდრიგესი გაუშვა, მაგრამ იმედები გაუცრუვდა.

თუ ესპანელი ნახევარმცველი უკეთესად ვერ იასპარეზებს, ზიდანი მთავარი მწვრთნელის პოსტის შენარჩუნების შემთხვევაში ხელმძღვანელობას ისკოს ტრანსფერზე დაყენებას სთხოვს.

ისკომ ლა ლიგის წლევანდელ სეზონში ჩატარებულ 18 მატჩში აქტივში 5 გოლი და 4 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.