რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » რონალდუ: "ახლა არ შემიძლია იმის გაკეთება, რასაც 20 წლის ასაკში ვაკეთებდი"

რონალდუ: "ახლა არ შემიძლია იმის გაკეთება, რასაც 20 წლის ასაკში ვაკეთებდი"

7-02-2018, 23:05
ავტორი: Tiki Taka
ნახვა: 1273
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
რონალდუ: "ახლა არ შემიძლია იმის გაკეთება, რასაც 20 წლის ასაკში ვაკეთებდი"
კრიშტიანუ რონალდუმ აღიარა, რომ წლები თავისას შვრება, მაგრამ დარწმუნებულია, რომ უმაღლეს დონეზე თამაშს კიდევ რამდენიმე სეზონი შეძლებს...

კრიშტიანუსთვის წლევანდელი სეზონი არცთუ ისე კარგად მიმდინარეობს. მან ლა ლიგის 17 მატჩში მხოლოდ 8 გოლის გატანა მოახერხა.

"პირად ცხოვრებაში ყველაფერი ფანტასტიურად მაქვს. ოჯახი იზრდება, მე კი ძალიან ბედნიერი ვარ".

ამასთან ერთად, რონალდუ აღიარებს, რომ თავისი ფიზიკური სიძლიერე ძველებური აღარ არის:

"ცხოვრება მუდმივი გამოწვევებისგან შედგება. ეს ძალიან საინტერესოა. განსაკუთრებით სპორტსმენების შემთხვევაში. ვცდილობ ფორმის პიკზე ვიყო, რადგან ეს ჩვენს პროფესიაში უმნიშვნელოვანესია. 100%-ით მზად უნდა ვიყო. საქმეს სერიოზულად ვუდგები".

"ახლა იმას ვერ ვაკეთებ, რასაც 10 წლის წინ. იმისათვის, რომ უმაღლეს დონეზე დარჩე, მსხვერპლის გაღება გიწევს".

"ახლა არ შემიძლია იმის გაკეთება, რასაც 20 წლის ასაკში ვაკეთებდი. ბალანსი უნდა იპოვნო. პატარა დეტალებიც კი მნიშვნელოვანია".
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.