ტიაგო სილვა ნეიმარის "რეალში" ტრანსფერს არ გამორიცხავს » MADRIDISTA.GE - მადრიდის "რეალი"
რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » ტიაგო სილვა ნეიმარის "რეალში" ტრანსფერს არ გამორიცხავს

ტიაგო სილვა ნეიმარის "რეალში" ტრანსფერს არ გამორიცხავს

13-02-2018, 00:32
ავტორი: ZZ
ნახვა: 545
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
ტიაგო სილვა ნეიმარის "რეალში" ტრანსფერს არ გამორიცხავს
"პსჟ"-ს მცველმა ტიაგო სილვამ დანამდვილებით არ იცის, გადაბარგდება თუ არა ნეიმარი მადრიდის "რეალში"...

წლევანდელ სეზონში უცხოურ პრესაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "რეალი" ზაფხულში "პსჟ"-ს ბრაზილიელი ლიდერის შეძენას შეეცდება.

ტიაგო სილვას განცხადებით, ის ამ ტრანსფერს არ გამორიცხავს. თუმცა, ამ საკითხის შესახებ ზუსტ ინფორმაციას არ ფლობს.

"არ ვიცი, გადაბარგდება თუ არა ნეიმარი "რეალში". მის ნაცვლად ვერაფერს გეტყვით".

"ბევრი ინფორმაცია, რაც პრესაში ვრცელდება, სიმართლეს არ შეესაბამება. ზოგიერთი კი სიმართლეა".

"ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ვიმედოვნებ ნეიმარი "პსჟ"-ში დარჩება, რადგან დიდი მიზნები გვაქვს".

"ნეიმარმა ჩვენზე უკვე დადებითი გავლენა მოახდინა, რადგან მისი წყალობით "პსჟ"-ს ფავორიტის სტატუსი აუმაღლდა"
- განაცხადა ტიაგო სილვამ.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.